არ წყდება საუბრები "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის შესაძლო შემცვლელებთან დაკავშირებით... "კორიერე დელო სპორტმა" ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში მილანურ გრანდს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ჩაუდგება სათავეში. ამ საკითხზე ბლანის პირადმა აგენტმა ჟან-პიერ ბერნასმა ისაუბრა და ჯობია, პირდაპირ მას გადავცეთ სიტყვა:
"მილანიდან არავინ შემხმიანებია, თუმცა გავიგე, რომ "ინტერის' მესვეურები ჩემი კლიენტით არიან დაინტერესებულნი. თუ ეს მართლაც ასეა, გამოვლენ კიდეც კონტაქტზე და ყველაფერი გაცხადდება.
ისე კი, ბლანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზეა კონცენტრირებული და ეჭვი მაქვს, რომ ზაფხულამდე
წინადადების განხილვასაც კი არ მოისურვებს. აი შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არ გამოვრიცხავ, რომ მილანელებთან მოლაპარაკება მართლაც დავიწყოთ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველაფერი გაირკვევა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"