ფილიპო ინძაგი "ნერაძურიში"?

AutoSharing Option
ფილიპო ინძაგი უკვე 38 წლის არის, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, ფეხბურთის თამაშს კიდევ ორი-სამი წელი აპირებს.

შესაბამისად, ზაფხულში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს, რადგან "მილანში" მისი ადგილი უბრალოდ აღარ არის. თუ აქამდე ხათრით აჩერებდნენ და ხანდახან განაცხადშიც შეჰყავდა მასიმილიანო ალეგრის, ამჯერად პირდაპირ განაცხადა, რომ პიპომ სხვაგან გადასვლაზე უნდა იფიქროს. ინძაგის ძალიან კი უნდა კარიერის "მილანში" დასრულება, მაგრამ მაშინ ზაფხულშივე უნდა ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე. რადგან თამაშის გაგრძელება სურს, მაშინ სხვა გუნდი უნდა მოძებნოს.

და აი, "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
ფილიპოს გადაბირებით "ატალანტას" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და მზად არიან ვეტერანს ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმონ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, პიპო აქტიურად ჩაება მოლაპარაკების პროცესში და ჯერჯერობით ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდის. ასე რომ, დიდია შანსი, მომდევნო სეზონიდან ინძაგი შავ-ლურჯი მაისურით ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული