მილანის "ინტერი" 104 წლისაა

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" 9 მარტს 104 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"ინტერი" 1908 წლის 9 მარტს დაარსდა კლუბ "მილანის" წევრების მიერ, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ გუნდის ხელმძღვანელების მხრიდან შემადგენლობაში ლეგიონერების მიწვევაზე უარის მიღებით.

უკვე 1910 წელს "ინტერმა" იტალიის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

"ნერაძურის" ანგარიშზე მთლიანად 18 საჩემპიონო ტიტულია, 7-ჯერ გუნდმა იტალიის თასი მოიგო და 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასი.

"ინტერმა" ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში სამჯერ იმარჯვა და ერთხელ უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა.

გარდა ამისა, იტალიურმა გუნდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასი სამჯერ მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული