ლუის ერნიკე: მსურს "რომაში" კიდევ ოთხი წელი მაინც ვიმუშავო

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ რომაულ კლუბში სულ მცირე კიდევ ოთხი წლით აპირებს დარჩენას.

მიუხედავად ამისა, დადის ხმები, რომ ესპანელი სპეციალისტი თანამდებობას მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

"იმაზე არ ვფიქრობ, დავრჩები თუ არა "რომაში" მომავალ სეზონში. ამ დროისთვის ჩემი ფიქრები "პალერმოსთან" თამაშზე და გუნდის წარმატებულ გამოსვლაზეა გადართული.

მინდა, რომ გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს ყოველთვის მხარს უჭერენ, ჩვენი თამაშით კმაყოფილები იყვნენ. "რომაში" დარჩენას კიდევ ოთხი წლით ვისურვებდი.

ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი, ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, მაგრამ მე სიტყვის კაცი ვარ. ბუნებრივია სირთულეები
არსებობს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ", - აღნიშნა ესპანელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული