* * *
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" მიიღებს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროგნოზები ძალიან თამამად კეთდება. წესით, "მილანმა" უნდა მოიგოს და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ლეჩე" ბოლო დროს გამოცოცხლდა და რამდენიმემატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხო. საყოველთაო ვარაუდით, ეს სერია "სან სიროზე" შეწყდება, სადაც უდავო ფავორიტი "მილანია".
"მილანის" ლაზარეთი კვლავაც სავსეა, მაგრამ "არსენალთან" მატჩისწინა ვითარებას თუ გავიხსენებთ, შემადგენლობის მხრივ ცოტა უკეთესობაა. სალი მუნტარის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება არ აქვს, მასიმო ამბრიზინი კი დისკვალიფიცირებული გახლდათ - "ლეჩესთან" ორივე იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "როსონერის" შუა ხაზში პრობლემები ნაკლებად შეექმნება.
მარკ ვან ბომელი ამჯერად ალბათ თადარიგში დარჩება, მუნტარი-ამბროზინისთან ერთად კი ნახევარდაცვას ანტონიო ნოჩერინო გაამაგრებს. გამთამაშებლის პოზიციაზე ურბი ემანუელსონი გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემს ვიხილავთ.
"ლეჩე" შემტევი გუნდია, დაცვაში ჩაჯდომა გაუჭირდება და ალბათ შეეცდება ტემპში აყვეს გაცილებით ძლიერ მეტოქეს - რაც მთავარია, მურიელია სრულ მზადყოფნაში, რომელსაც "მილანის" მესვეურები აკვირდებიან; ახალგაზრდა ფორვარდს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები ლომბარდიელებს "სან სიროზე" დაუმტკიცოს.
* * *
"იუვენტუსი" გენუაში ჩადის, სადაც "ჯენოასთან" მოუწევს დაპირისპირება. ამ მატჩზე პროგნოზების გაკეთება ურთულესი საქმეა, რადგან "იუვემ" ბოლო პერიოდში მკვეთრად უკლო, "ჯენოა" კი საერთოდ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კახა კალაძის გუნდს ყველაზე მეტად დაცვაში უჭირს - სამაგიეროდ, პერიოდულად შეტევის ხაზი ბრწყინავს და ხან როდრიგო პალასიო იგიჟებს თავს, ხან ჯუზეპე სკული და ხანაც ბოშკო იანკოოვიჩი. რა მოხდება ამჯერად, ერთი ღმერთმა უწყის, მით უმეტეს, "იუვენტუსს" დაცვის ხაზში უსერიოზულესი პრობლემები შეექმნა...
დიახ, ანტონიო კონტე მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ერთბაშად სამი ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა. ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარცალი ტრავმირებულნი არიან, ლეონარდო ბონუჩიმ კი წინა შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, დაცვის ცენტრს მარტინ კასერესი და არტურო ვიდალი გაამაგრებენ, ფლანგებზე კი შტეფან ლიხტშტაინერი და პაოლო დე ჩელიე გაირჯებიან.
საგულისხმოა, რომ სათადარიგოთა სკამზე 'იუვეს არც ერთი მცველი არ ეყოლება - თუმცა, რომ ყავდეს, ვიდალს ხომ არ მოუწევდა კასერესთან შეწყვილება... მოკლედ, ტურინელებს დაცვაში ნამდვილად უჭირთ და საკითხავია ისაა, შეტევაში მაინც თუ არიან დალხენილად...
"გაძეტას" ვარაუდით, შეტევის წინა ხაზზე სიმონე პეპეს, მირკო ვუჩინიჩს და მარკო ბორიელოს ვიხილავთ - ანუ, ალესანდრო დელ პიერო, ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო მატრი კვლავაც თადარიგში იქნებიან.
კაცია და გუნებაო, თორემ "იუვეს" გულშემატკივართა აბსოლუტური უმეტესობა სწორედ რეზერვში გადასროლილთა ძირითადში გამწესების მომხრეა. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ გაუმართლებენ კონტეს შეგირდები.
* * *
ტური ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების მატჩებით დასრულდება - კვირას გვიან საღამოს, "ლაციო" "ბოლონიას" უმასპინძლებს, "უდინეზე" კი "ნოვარას" ესტუმრება.
რომაელები შესანიშნავ ხასიათზე არიან, რადგან წინა ტურში დერბი მოიგეს, აი, უდინელები კი შუა კვირაში "ალკმაართან" დამარცხდნენ და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე.
ბოლოს სწორედ ფრიულელთა თავკაცს, ფრანჩესკო გვიდოლინს მოვუსმინოთ, რომელმაც ევროპის ლიგაზე განცდილი მარცხი შეაფასა და "ნოვარასთან" მოახლოებულ პაექრობაზე ისაუბრა:
"ჰოლანდიაში მოსაგებად ჩავედით, მაგრამ სამწუხარო მარცხი ვიწვნიეთ. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ.
რაც შეეხება "ნოვარასთან" პაექრობას, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვსურს, სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დავამტკიცოთ შესაძლებლობები. ანტონიო დი ნატალეს მცირე ტრავმა ჰქონდა და ამად არ იყო "ალკმაართან" ძირითად შემადგენლობაში - უკვე, სრულიად ჯანმრთელია და თუ რაიმე გაუითვალისწინებელი არ მოხდა, "ნოვარას" პირველივე წუთებიდან შეუტევს".
იტალია. სერია A. XXVII ტური
9 მარტი
ნაპოლი-კალიარი 6:3
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - ცუნიგა, დოსენა, ინლერი, გარგანო (73. ვარგასი) - პანდევი, ჰამშიკი (63. მაჯო) - ლავეცი (59. კავანი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (46. პერიკო), კანინი, ასტორი, არიაუდო - კონტი, დესენა (66. გოცი), ნაინგოლანი (31. რიბეირო) - ეკდალი - ლარივეი, იბარბო.
გოლები: 1:0 ჰამშიკი (10), 2:0 კანავარო (19), 3:0 ასტორი (30-საკ. კარში), 3:1 ლარივეი (37), 4;1 ლავეცი (56), 5:1 გარგანო (70), 5:2 ლარივეი (770, 6:2 მაჯო (84), 6:3 ლარივეი (90).
გაფრთხილება: პიზანო, კანინი, დესენა (კალიარი).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(6)-8(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000
კიევო-ინტერი 0:2
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი - ბრედლი, სამარკო (61. ჯემაილი), ლუსიანო (71. ჰეტემაი) - რიგონი - თერეუ, პელისიერი (77. მოსკარდელი).
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - პოლი, სტანკოვიჩი, ძანეტი - სნეიდერი - ფორლანი (71. პაცინი), მილიტო.
გოლები: 0:1 სამუელი (87), 0:2 მილიტო (90).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5(1)-14(7); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 000
10 მარტი
პალერმო-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: ოსვალდო, კასეტი, სტეკელენბურგი (რომა).
ტრავმა: ბაჩინოვიჩი, სილვესტრი - ბურდისო, ჟუანი, პიანიჩი, ტოტი.
11 მარტი
მილანი-ლეჩე 18.00
დისკვალიფიკაცია: მექსე - დი მიკელე, ტომოვიჩი, დელვეკიო, კოსმი.
ტრავმა: პატო, მაქსი ლოპესი, ბოატენგი, მერკელი, შტრასერი, ზეედორფი, კასანო, ნესტა - გროსმიულერი, ჟულიო სერჟიო, კუადრადო.
ატალანტა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: მარილუნგო (ატალანტა).
ტრავმა: სტენდარდო, ლუკინი, კაპელი, ტირიბოკი - ფლოკარი, გობი, მარკესი, პალადინო.
კატანია-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: ალმირონი - ბეჰრამი, ნასტასიჩი.
ტრავმა: ბიაჯანტი, კამპანიოლო, პოტენცა - კროლდრუპი, იოვეტიჩი.
ჩეზენა-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: პუდილი, პაროლო, კომოტო (ჩეზენა).
ტრავმა: ფონ ბერგენი, გუანა - ბოლცონი, დაგოსტინო, გონსალესი, ბრკიჩი.
ჯენოა-იუვენტუსი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბონუჩი (იუვენტუსი).
ტრავმა: ანტონელი, ბოვო, გრანკვისტი - კიელინი, ბარცალი.
ლაციო-ბოლონია 23.45
დისკვალიფიკაცია: სკალონი - ბიავა, პერესი.
ტრავმა: სტანკევიჩუსი, ძაური, რადუ, კონკო, ბროკი, ცანა, როკი - ლორია, მორლეო.
ნოვარა-უდინეზე 23.45
დისკვალიფიკაცია: კარაჩოლო (ნოვარა).
ტრავმა: ლუდი, მარიანინი - აბდი, ბადუ, ისლა.
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 26 16 6 4 53-22 54
2. იუვენტუსი 26 13 13 0 39-17 52
3. ლაციო 26 14 6 6 41-30 48
4. ნაპოლი 27 12 10 5 50-28 46
5. უდინეზე 26 13 7 6 37-23 46
6. ინტერი 27 12 4 11 38-36 40
7. რომა 26 11 5 10 39-33 38
8. კატანია 26 8 11 7 34-35 35
9. პალერმო 26 10 4 12 39-43 34
10. კიევო 27 9 7 11 22-33 34
11. ატალანტა 26 9 11 6 30-28 32
12. ფიორენტინა 26 8 8 10 27-27 32
13. ბოლონია 26 8 8 10 26-30 32
14. ჯენოა 26 9 5 12 35-48 32
15. კალიარი 27 7 10 10 26-34 31
16. პარმა 26 7 9 10 32-41 30
17. სიენა 26 7 8 11 30-28 29
18. ლეჩე 26 6 7 13 30-42 25
19. ნოვარა 26 3 8 15 21-46 17
20. ჩეზენა 26 4 5 17 16-40 17
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
18 - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 16 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა); 13 - კლოზე (ლაციო); 12 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"