ურბი ემანუელსონი: "მილანში" გადასვლა მართლაც ბრძნული ნაბიჯი იყო

AutoSharing Option
ურბი ემანუელსონი "მილანში" 2011 წლის ზაფხულში გადავიდა, იქამდე კი ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავდა და ჰოლანდიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

თავიდან ცოტა გაუჭირდა ლომბარდიულ გრანდში დამკვიდრება, თუმცა ბოლო დროს აშკარად მოუმატა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

მართალია, ამას "მილანის" სავსე ლაზარეთმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ურბის წარმატებას ეს ნაკლებად აკნინებს. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტთან ემანუელსონმა "მილანში" მის ყოფაზე ისაუბრა:

"ჰოლანდიის დატოვება ძალიან გამიჭირდა, რადგან "აიაქსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდი იყო და იქ ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომ, არაერთხელ ვთქვი
უარი სხვადასხვა შეთავაზებებზე...

თუნდაც "რომას" და "ტოტენჰემის" ვარიანტები ავიღოთ, რომლის მესვეურებიც არაერთხელ გამოვიდნენ კონტაქტზე. ბოლოს, "მილანიც" გამოჩნდა და იქ კი მივხვდი, რომ უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლებოდა.

საბედნიეროდ, ახალ გუნდში შესანიშნავად მიმიღეს და ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. თავს უბედნიერესად ვგრძნობ და ერთი წუთითაც არ მინანია, რომ "როსონერიში" გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე - მეტიც, ეს მართლაც ბრძნული ნაბიჯი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული