ფაბიო კაპელო: იტალიის ჩემპიონატი დანარჩენებს ძალიან ჩამორჩა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა და ლიონელ მესის დიეგო მარადონასთან შედარებაზე უარი თქვა.

"ნაკრებებთან მუშაობა მომწონს. კლუბის გაწვრთნაც შეიძლებოდა, მაგრამ არა იტალიურის. სერია А-ში არ დავბრუნდები

ვფიქრობ, "მილანი" და "იუვენტუსი" ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობამ "შავწითლებს" შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები "მილანისთვის" განმსაზღვრელი იქნება, მაგრამ მეჩვენება, რომ ტურნირს ან მადრიდის" რეალი" მოიგებს, ან "ბარსელონა".

სხვათა შორის, კატალონიელთა ფორვარდს ლიონელ მესის თავის დროზე შეეძლო "იუვენტუსში" აღმოჩენილიყო. როდესაც მესი 16 წლის
იყო, ესპანეთში კონტრაქტის რეგისტრაციაზე პრობლემები შეექმნა. ფრანკ რაიკაარდს ლიონელის ერთი წლით ჩემთან, "იუვენტუსში" გაშვება ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე.

ვფიქრობ, მარადონას და მესის შედარება არ ღირს. მარადონა მოედანზე უფრო მეტი იყო, ვიდრე ლიდერი, მას თავისი იდეოლოგია ჰქონდა. საერთოდ კი, განსხვავებულ ეპოქებზე ვლაპარაკობთ.

იტალიის ჩემპიონატი დანარჩენებს ძალიან ჩამორჩა. 1990 წლის მუნდიალის შემდეგ, როდესაც სტადიონების მშენებლობებზე უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, ინფრასტრუქტურა 20 წლის წინანდელ დონეზე დარჩა, ტრიბუნებზე ძალადაობა ხშირად ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ იტალიაში უღიმღამო ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ სანამ არაფერი შეიცვლება, კრიშტიანო რონალდოს ან მესის სერია А-ში ვერ ვიხილავთ", - განაცხადა კაპელომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოდავ ჯიგარო:)
terasini
00:32 12-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული