იტალია. სერია A. XXVII ტური: ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაფრინავს, "იუვენტუსი" დაფრ(ე)ნავს

AutoSharing Option
ჯერ კიდევ პარასკევს ვერონაში "ინტერი" ჩავიდა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა "კიევოს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

მილანელებმა შეხვედრის ბოლოს გატეხეს მეტოქე, ჯერ ვალტერ სამუელმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი დიეგო მილიტომ იყოჩაღა და თავური დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2. იქამდე მილიტომ თერთმეტმეტრიანის გაცუდება მოახერხა და ამიტომ გატანილი გოლი მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ.

მოკლედ, "ინტერმა", როგორც იქნა, მოიგო. ბედნიერ კლაუდიო რანიერის კი ემოციები მოეძალა და ცრემლებიც კი მოადგა თვალზე...

რაც შეეხება
უშუალოდ თამაშს, "ინტერის" ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რაც პირველ რიგში ვერონელთა დამსახურება გახლდათ. ყველასათვის მოულოდნელად "კიევომ" ზედმეტად ფრთხილი ფეხბურთი ითამაშა, მოედნის ცენტრი მთლიანად დაუთმო მეტოქეს და თვითონ საკუთარ საჯარიმოში გამოიკეტა. ასეთი მორიდებული "კიევო" კარგა ხანია არ გვინახავს, მათ შორის, არც "იუვენტუსთან" გასვლით პაექრობაში.

რთული სათქმელია, რატომ შეუშინდნენ ასე ძალიან ვერონელები კრიზისში მყოფ "ინტერს", მაგრამ ფაქტია, რომ თამაში მილანური გრანდის კარნახით წარიმართა და სრულიად ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მატჩის შემდეგ ყველაზე გახარებული "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი გახლდათ, რომელმაც პრესას შემდეგი განუცხადა:

"მთავარი შედეგი იყო და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. ეს გამარჯვება "მარსელთან" თამაშის წინ საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს. მთლიანობაში, გუნდი სწორი მიმართულებით მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება".

ვერ გეტყვით, რა პროგრესზე ლაპარაკობს მასიმო მორატი, მაგრამ იმაში კი უნდა დავეთანხმოთ, რომ "მარსელთან" თამაშის წინ "კიევოს" დამარცხება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გახლდათ. წელში გაიმართა კლაუდიო რანიერი და შორსმიმავალ გეგმებზე ჩამოაგდო სიტყვა, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ...

* * *
"სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლიმ" "კალიარის" უმასპინძლა და იქ ამბები დატრიალდა, იტალიურ ფეხბურთში რომ იშვიათად ხდება... ერთბაშად ცხრა გოლი გავიდა და იქიდან ექვსი მასპინძელთა ანგარიშზე მოდის.

მოკლედ, ვალტერ მაცარის გუნდმა სარდინიელებს საჩოგბურთო ანგარიშით მოუგო და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურის მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია.

სათითაოდ რომ გოლები აღვწეროთ, მთელი გვერდი არ გვეყოფა - მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ნეაპოლელებმა შესანიშნავი კომბინაციები შემოგვთავაზეს და ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გაიტანეს. სტუმართა რიგებიდან კი ლარივეიმ ჰეთთრიკი შეასრულა. ისე, სამ გოლს რომ გაიტან და მაინც განადგურდები, ძალიან უიღბლო უნდა იყო.

ერთიც ვთქვათ - ედინსონ კავანი სათადარიგო იყო და მხოლოდ მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო თამაშში, როდესაც ესეკილ ლავეცი გამოცვალა. მოკლედ, მაცარიმ ლიდერები ცოტა ამოასუნთქა, მაგრამ მთლად უფეხბურთოდაც არ დატოვა, რომ ტონუსი არ დაეკარგათ. "ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაშია და რაც მთავარია, ტურიდან ტურამდე უმატებს.

** *
XXVII ტურის მთავარი სათქმელი კი ის გახლავთ, რომ "მილანმა" "იუვენტუსს" კიდევ ორი ქულით გაუსწრო და პოზიციები გვარიანად გაიმყარა. ანუ ლიდერსა და მის უმთავრეს მდევარს შორის სხვაობა უკვე ოთხი ქულაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქმედმა ჩემპიონმა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა მორიგი სკუდეტოსკენ.

ამასთან, უახლოეს სამ ტურში ტურინელებს ურთულესი კალენდარი აქვთ და დიდია შანსი, კიდევ დაკარგონ ქულები.

თავად განსაჯეთ, მომდევნო უქმეებზე "ვეკია სენიორა" "ფიორენტინას" ესტუმრება, რასაც ორი საშინაო მატჩი მოჰყვება: "ინტერთან" და "ნაპოლისთან". ამ მატჩების შუალედში ტურინელებს იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი პაექრობაც უწევთ და იქ უკვე "იუვეს" მეტოქე "მილანია".

მოკლედ, "ბებერ ქალბატონს" ურთულესი კალენდარი აქვს და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი აშკარად კრიზისშია.

* * *
"ჯენოა"-"იუვენტუსის" პაექრობა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მომენტებიც გენუელთა კართან მეტი შეიქმნა, მაგრამ ხეირი ტურინელთათვის ამას არ მოუტანია.

მთლიანობაში "ბიანკონერიმ" მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და თუ ასე გაგრძელდა, არათუ სკუდეტო, შესაძლოა ტურინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი გაუხდეს სანატრელი.

ანტონიო კონტემ პრესას ბოიკოტი გამოუცხადა და ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. თუმცა, რომც გამოჩენილიყო, საინტერესოს არაფერს იტყოდა - ისევ უიღბლობა, ისევ გამოუყენებელი მომენტები და ისევ მომავლის იმედი...

* * *
"მილანი" აწმყოთი ტკბება და თამაშს თამაშზე იგებს - ამჯერად, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა "ლეჩე" დაიფრინეს, ორი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

ანგარიში ანტონიო ნოჩერინომ გახსნა, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საოცარი პასი მიაწოდა და ამ უკანასკნელმაც საშუალო დისტანციიდან უზუსტესად დაარტყა, 1:0.

მეორე გოლი თავად იბრამ შეაგდო და ამჯერად უკვე რობინიომ ითავა ასისტენტობა - შვედმა უძლიერესად დაარტყა და საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, 2:0.

მილანელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. არც იყო მეტი საჭირო. მთავარი გამარჯვებაა, რომელმაც ლიდერი მდევარს კიდევ უფრო დააშორა.

იტალია. სერია A. XXVII ტური
ნაპოლი-კალიარი 6:3
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - ცუნიგა, დოსენა, ინლერი, გარგანო (73. ვარგასი) - პანდევი, ჰამშიკი (63. მაჯო) - ლავეცი (59. კავანი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (46. პერიკო), კანინი, ასტორი, არიაუდო - კონტი, დესენა (66. გოცი), ნაინგოლანი (31. რიბეირო) - ეკდალი - ლარივეი, იბარბო.
გოლები: 1:0 ჰამშიკი (10), 2:0 კანავარო (19), 3:0 ასტორი (30-საკ. კარში), 3:1 ლარივეი (37), 4;1 ლავეცი (56), 5:1 გარგანო (70), 5:2 ლარივეი (770, 6:2 მაჯო (84), 6:3 ლარივეი (90).
გაფრთხილება: პიზანო, კანინი, დესენა (კალიარი).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(6)-8(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000

კიევო-ინტერი 0:2
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დრამე, აჩერბი, ანდრეოლი, ფრეი - ბრედლი, სამარკო (61. ჯემაილი), ლუსიანო (71. ჰეტემაი) - რიგონი - თერეუ, პელისიერი (77. მოსკარდელი).
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - პოლი, სტანკოვიჩი, ძანეტი - სნეიდერი - ფორლანი (71. პაცინი), მილიტო.
გოლები: 0:1 სამუელი (87), 0:2 მილიტო (90).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5(1)-14(7); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 000

პალერმო-რომა 0:1
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - პიზანო, მუნიოსი, მანტოვანი, ბალცარეტი - ბარეტო, ზაჰავი (46. ილიჩიჩი), დონატი - ასკუა (87. ვასკესი) - მიკოლი, ბუდანი (46. ერნანდესი).
რომა (4-3-3): ლობონტი - როზი, კიაერი, ჰაინცე, ანხელი - გაგო (88. სიმპილისიო), დე როსი, გრეკო (79. მარკინიო) - ტოტი, ლამელა (80. ბოიანი), ბორინი.
გოლი: 0:1 ბორინი (3).
გაფრთხილება: პიზანო, მუნიოსი, ბარეტო, მიკოლი - ლობონტი, ჰაინცე.
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 23(6)-14(4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 20 000

მილანი-ლეჩე 2:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ვან ბომელი, მუნტარი (62. აკვილანი), ნოჩერინო - ემანუელსონი - რობინიო (78. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ესპოზიტო, მილიონიკო, კაროციერი (75. ჯანდონატო) - ოდო (46. ობოდო), ჯაკომაცი, ბლაზი, ბერტოლაჩი (81. დი მატეო), ბრივიო - მურიელი, ბოჟინოვი.
გოლები: 1:0 ნოჩერინო (7), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (65).
გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი - კაროციერი.
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 5-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14(10)-3(1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 60 000

ატალანტა-პარმა 1:1
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მანფრედინი, ფერი, პელუზო, ბელინი - ჩიგარინი, სკელოტო, კარმონა, მორალესი (75. ბონავენტურა) - გაბიადინი (61. კაროცა) - დენისი.
პარმა (3-4-3): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - მარიგა, ვალდესი (68. ვალიანი), ბიაბიანი, მოდესტო, მუსაჩი (74. პერეირა) - ჯოვინკო, ოკაკა (62. ფლოკარი).
გოლები: 1:0 მანფრედინი (4), 1:1 პალეტა (54).
გაფრთხილება: მანფრედინი - ძაკარდო, პალეტა.
კუთხური: 14-6; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13(4)-9(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 21 000

კატანია-ფიორენტინა 1:0
კატანია (4-3-3): კარიცო - მოტა (65. სპოლი), ლეგროტალიე, ბელუში, მარკეზე - სეიმური, ისკო, ლოდი - გომესი (76. კატელანი), ბერგესიო, ბარიენტოსი (80. რიკიუტი).
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, კასანი, პასკუალი - ლაძარი (84. მარკიონი), მონტოლივო, ოლივერა (74. ხარჯა) - ჩერჩი (74. აკოსტი), ვარგასი, ამაური.
გოლი: 1:0 ლოდი (58-პენ.).
გაფრთხილება: ამაური (ფიორენტინა).
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11(5)-10(6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 14 000

ჩეზენა-სიენა 0:2
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - როსი, მორასი, ჩეკარელი, როდრიგესი - კოლუჩი, არიგონი (87. ჯოკოვიჩი), მარტინესი (30. დელ ნერო), მარტინიო - მალონგა (66. რენელა), სანტანა.
სიენა (3-5-2): პეგოლო - ვიტიელო, ტერცი, როსეტინი - დელ გროსო, ჯორჯი (62. მანინი), გაცი, ვერგასოლა, ბრიენცა - კალაიო (78. ანჯელო), დესტრო (72. ბოგდანი).
გოლები: 0:1 ბრიენცა (75), 0:2 ბოგდანი (81).
გაფრთხილება: მორასი, არიგონი - დელ გროსო.
გაძევება: ჩეკარელი (73. ჩეზენა).
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 28-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11(5)-5(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 14 000

ჯენოა-იუვენტუსი 0:0
ჯენოა (4-3-3): ფრეი - მორეტი, კარვალიო, კალაძე, როსი - იანკოვიჩი (61. კონსტანტი), კუჩკა, ბიონდინი (88. ბელუსკი) - ჯილარდინო, პალასიო, სკული (46. მესტო).
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, კასერესი, ვიდალი, დე ჩელიე - მარკიზიო, პირლო, ჯაკერინი (88. ბორიელო) - პეპე (71. ელია), ვუჩინიჩი, მატრი (75. დელ პიერო).
გაფრთხილება: მორეტი, იანკოვიჩი, კუჩკა - დე ჩელიე.
კუთხური: 6-17; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11(4)-17(5); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 30 000

ლაციო-ბოლონია 1:3
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ძაური (46. ალფარო), დიაკიტე, დიასი, გარიდო - გონსალესი, ლედესმა - მათუზალემი, მაური (72. კანდრევა), ერნანესი (87. კოზაკი) - კლოზე.
ბოლონია (4-4-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი, გარიჩი - კრხინი, მუდინგაი, დიამანტი (67. კონე), რუბინი - რამირესი (85. ტაიდერი), აკვაფრესკა (78. დი ვაიო).
გოლები: 0:1 პორტანოვა (11), 0:2 დიამანტი (28), 1:2 რუბინი (56-საკ. კარში), 1:3 კრხინი (60).
გაძევება: მათუზალემი (43. ლაციო), გინსალესი (58. ლაციო).
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9(5)-13(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 40 000

ნოვარა-უდინეზე 1:0
ნოვარა (3-5-2): უიკანი - მორგანელა, ლიზუძო, პაჩი - გარსია, ჯემიტი, პეშე, პორკარი, რიგონი (71. მორიმოტო) - ჯედა (86. გაბრიელ სილვა), მასკარა (59. რადოვანოვიჩი).
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ეკსტრანდი, პინცი (46. პაციენცა), ასამოა, ფერნანდესი (80. ბარეტო), არმერო - ტორიე (46. ფლორო ფლორესი) - დი ნატალე.
გოლი: 1:0 ჯედა (16).
გაფრთხილება: მორგანელა, ლიზუძო, რადოვანოვიჩი, მორიმოტო - დანილო, ეკსტრანდი, პაციენცა.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8(5)-8(3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 11 000

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 27 17 6 4 55-22 57
2. იუვენტუსი 27 13 14 0 39-17 53
3. ლაციო 27 14 6 7 42-33 48
4. ნაპოლი 27 12 10 5 50-28 46
5. უდინეზე 27 13 7 7 37-24 46
6. რომა 27 12 5 10 40-33 41
7. ინტერი 27 12 4 11 38-36 40
8. კატანია 27 9 11 7 35-35 38
9. ბოლონია 27 9 8 10 29-31 35
10. პალერმო 27 10 4 13 39-44 34
11. კიევო 27 9 7 11 22-33 34
12. ატალანტა 27 9 12 6 31-29 33
13. ჯენოა 27 9 6 12 35-48 33
14. სიენა 27 8 8 11 32-28 32
15. ფიორენტინა 27 8 8 11 27-28 32
16. კალიარი 27 7 10 10 26-35 31
17. პარმა 27 7 10 10 33-42 31
18. ლეჩე 27 6 7 14 30-44 25
19. ნოვარა 27 4 8 15 22-46 20
20. ჩეზენა 27 4 5 18 16-42 17

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
19 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - კავანი (ნაპოლი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - პალასიო (ჯენოა), მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური
17 მარტი: პარმა-მილანი, ფიორენტინა-იუვენტუსი;
18 მარტი: კალიარი-ჩეზენა, ინტერი-ატალანტა, ბოლონია-კიევო, კატანია-ლაციო, სიენა-ნოვარა, ლეჩე-პალერმო, უდინეზე-ნაპოლი;
19 მარტი:Lრომა-ჯენოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული