ედუარდო რეია: სასწაული იქნება, თუ "ლაციო" ჩემპიონატს სამეულში დაასრულებს

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ განაცხადა, რომ "ბოლონიასთან" (1:3) მარცხის გამო დამწუხრება არ ღირს.

"სამწუხაროდ, შემადგენლობის ცვლის საშუალება არ მაქვს და მაგალითად, ლედესმა ან გონსალესი იძულებულნი არიან, ნონ-სტოპ რეჟიმში ითამაშონ.

მათუსალემის გაგდებამდე ნორმალურად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე წითელმა ბარათმა ყველა შანსი წაგვართვა.

დამწუხრებას აზრი არ აქვს. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, თუმცა სასწაული იქნება, "ლაციომ" ჩემპიონატი სამეულში რომ დაასრულოს", - განაცხადა რეიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ მატჩი ჩემს ტელევიზორში 1-3 დამთავრდა და ამ კორესპონდენტმა რას უყურა ნეტა?
0

სიახლეები პოპულარული