კლაუდიო რანიერი: "კიევოსთან" მოგება ენთუზიაზმს შეგვმატებს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ინტერმა" "კიევოსთან" მატჩში ბოლო ცხრა შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ნერაძურის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ სიხარულის ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

ჩვეულებრივ გაწონასწორებულმა "ალენატორემ" ემოციები მას შემდეგ ვერ დაფარა, რაც ვალტერ სამუელმა და დიეგო მილიტომ ვერონული გუნდის კარში ბოლო წუთებზე ორი გოლი გაიტანეს.

"აი, ხედავთ, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს გამარჯვება.

ეს გამარჯვება აუცილებელი იყო და მან იმ ენთუზიაზმით უნდა აგვავსოს, რომელიც მომავალ მატჩებში დაგვეხმარება", - თქვა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული