ნაპოლი ყველა არგენტინელის ოცნებაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" არგენტინელი ნახევარმცველის ხოსე ერნესტო სოსას აგენტმა ფაბიო ბილარდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კლიენტი ნეაპოლში გადაბარგებას დიდ იმედებს უკავშირებს და იქაურ კლუბში წარმატებული თამაშით არგენტინის ნაკრებში მოხვედრას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის სოსამ ბოლო ნახევარი წელიწადი "ესტუდიანტესში" გაატარა, სადაც მიუნხენის "ბაიერნმა" გაანათხოვრა. აგვისტოში კი მისი კონტრაქტი "ნაპოლიმ" გამოისყიდა...

"ხოსეს ირგვლივ ნეაპოლში დიდი მოლოდინია. მისი პერსონა ქალაქში დიდ ინტერესს იწვევს. სოსა ძლიერი ფეხბურთელია, წესით, მას წარმატებული სეზონი უნდა გამოუვიდეს, - თქვა ფაბიო ბილარდომ, - მწვრთნელ ვალტერ მაცარისთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ხოსე
გერმანიის ჩემპიონატის თავისებურებებს ვერ მოერგო, აი იტალიური პირველობა კი სულ სხვაა, ხოლო "ნაპოლის" ღირსების დაცვა ნებისმიერი არგენტინელი ფეხბნურთელის ოცნებაა. სოსას მიზანთა შორის კლუბში კარგი თამაშის გზით ნაკრებში დამკვიდრებაცაა – ხომ გვახსოვს, რომ ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე სულ ცოტა დააკლდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული