იტალიის ნაკრების შუახაზელს ფლორენციულ კლუბთან სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს.
შესაბამისად, იქ გააგრძელებს კარიერას, საითაც გული გაუწევს. გავრცელებული ცნობის თანახმად, რიკარდო სწორედ "როსონერის" მესვეურებს შეუთანხმდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამწლიან ხელშეკრულებასაც გამოჰკრავს ხელს.
ეს ამბავი, როგორც შემდგარი ფაქტი, ისე გავრცელდა - ამან კი "მილანის" მესვეურები გააკვირვა, რაც
"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, საიდან გავრცელდა ასეთი ინფორმაცია. მონტოლივო შესანიშნავი ფეხბურთელია და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ზაფხულში მის გადაბირებაზე ვიფიქროთ, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. სატრანსფერო საკითხებზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიზრუნებთ, დღეს კი ვინმეს გადაბირებაზე საუბარი ნაადრევია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"