37 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში სრულდება, ახალს კი, როგორც ჩანს, აღარ გააფორმებენ.
თავად ფორვარდი კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს და მზადაა, თამაში იტალიის საზღვრებს გარეთ გააგრძელოს.
ტურინელთა ცოცხალი ლეგენდის მიმართ ინტერესს "არსენალი" და პსჟ იჩენენ. ფორვარდი შესაძლოა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ან ამერიკის მეიორ ლიგაშიც გადავიდეს.