ალბერტო აკვილანი "მილანის" სრულფასოვანი წევრი გახდება

AutoSharing Option
ალბერტო აკვილანი "მილანის" სრულფასოვანი წევრი გახდება. ამის შესახებ ნახევარმცველის აგენტმა განაცხადა.

"კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ აკვილანი "მილანის" რიგებში 25 შეხვედრას ჩაატარებს, "როსონერის" უფლება ექნება, ფეხბურთელი "ლივერპულისგან" გამოისყიდოს.

არ მგონია, მილანელებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან. ეს მათი მხრიდან სისულელე იქნება", - განაცხადა ფრანკო ზავალიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აკვილანმა "მილანის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია milannews.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული