ალბერტო აკვილანი: იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში "მილანში" დავრჩები

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ალბერტო აკვილანიმ, რომელიც "ლივერპულის" საკუთრებაა, განაცხადა, რომ მომავალ სეზონში "როსონერიში" დარჩენა სურს.

"მილანის" მაისური ყოველთვის გამარჯვებისთვის ბრძოლას გავალდებულებს. "მილანი" იტალიასა და ევროპაში ნომერ პირველია და ამას მაშინვე იგებ, როგორც კი  კლუბის ბაზას ესტუმრები.

მომავალ სეზონშიც კლუბში დარჩენის იმედი მაქვს, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება. შარშან ზაფხულს "მილანში" თამაშის საშუალება მომეცა და შემადგენლობაში მოხვედრაც მერგო ჯილდოდ", - თქვა აკვილანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული