ედუარდო რეია: მზად ვარ, მწვრთნელად კიდევ 10 წელი ვიმუშავო

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ განაცხადა, თუ როდის აპირებს სამწვრთნელო კარიერის დასრულებას.

66 წლის სპეციალისტის თქმით, ის ფეხბურთში კიდევ 10 წლით დარჩენას აპირებს.

"მზად ვარ, მწვრთნელად კიდევ 10 წელი ვიმუშავო. "ლაციოში" გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიე. ახლა სწორი გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ და კლუბთან ერთად რაიმე ღირებული უნდა მოვიგოთ.

მინდა, რომ რომაული კლუბი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდეს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული