ანტონიო ნოჩერინო: "ბარსელონა"? ახლა მხოლოდ ტურინის "იუვენტუსთან" მატჩზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ანტონიო ნოჩერინომ "პარმასთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერი" ჯერჯერობით "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე არ ფიქრობს.

"პარმასთან" მატჩი უფრო რთული გამოდგა, ვიდრე გვეგონა, მაგრამ ჩვენი ძალა გამოვავლინეთ. საჭირო იყო შესვენებამდე გაგვეტანა და ეს გამოგვივიდა კიდეც.

"ბარსელონა"? ჯერჯერობით ამ მატჩებზე არ ვფიქრობთ. ჩვენი ფიქრები "იუვენტუსთან" 20 მარტს გასამართ მატჩზეა გადართული. გამარჯვება გვჭირდება", - თქვა ნოჩერინომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული