ალესანდრო დელ პიერო "მილანთან" მატჩში სასტარტოში იქნება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "მილანთან" იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ალესანდრო დელ პიეროს გაყვანას აპირებს.

37 წლის ფეხბურთელი თავდასხმაში, სავარაუდოდ, მირკო ვუჩინიჩთან ერთად ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დელ პიერო მოედანზე მხოლოდ ექვსჯერ გამოჩნდა. იტალიელი ფორვარდი "როსონერისთან" პირველ შეხვედრაშიც სასტარტოში მოხვდა, რომელიც 8 თებერვალს გაიმართა და ტურინელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" შეხვედრა 20 მარტს ჩატარდება.

მომზადებულია La Gazzetta dello-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული