კლარენს ზეედორფმა შესაძლოა ტურინის "იუვენტუსთან" ითამაშოს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი, სავარაუდოდ, ტურინის "იუვენტუსთან" იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უკვე მოიშუშა ტრავმა და 17 მარტს სრული მატჩი ჩაატარა "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდში.

ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ არის ალესანდრო ნესტას თამაში.

ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" შეხვედრა 20 მარტს ჩატარდება.

მომზადებულია Tuttomercatoweb.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული