ანტონიო კონტემ "მილანთან" მატჩის დროს ხმა დაკარგა

AutoSharing Option
ანტონიო კონტე "მილანთან" (2:2) იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ მივიდა, რადგან თამაშის დროს ხმა დაკარგა და ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ შეეძლო.

პრესკონფერენციაზე კონტეს ნაცვლად მისი დამხმარე ანჯელო ალესიო გამოცხადდა. მან თქვა, რომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მატჩების დროს ძალიან ემოციურია და "მილანთან" მატჩი ხმის დაკარგვად დაუჯდა.

"იუვენტუსმა" პირველი ნახევარფინალური მატჩი 2:1 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში ტურინელებმა ანგარიში 26-ე წუთზე ალესანდრო დელ პიეროს გოლით გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში ჯამელ მესბამ და მაქსი ლოპესმა "მილანი" წინ გაიყვანეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიში
გაათანაბრეს. დამატებით დროში თავი "იუვენტუსის" ფორვარდმა მირკო ვუჩინიჩმა გამოიჩინა, რომელმაც თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ფინალში ტურინელთა მეტოქე ან "სიენა" იქნება, ან "ნაპოლი". ამ გუნდების პირველი შეხვედრა "სიენამ" 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი 21 მარტს ნეაპოლში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული