ვესლი სნეიდერი ტურინის "იუვენტუსთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი თავის გუნდს ტურინის "იუვენტუსთან" იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში ვერ დაეხმარება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელმაც გასულ კვირას გუნდის ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიშავა, ტრავმისგან ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ტკივილები ისევ აქვს.

სნეიდერმა აქამდე "ატალანტასთან" მატჩიც გამოტოვა.

"იუვენტუსის" და "ინტერის" შეხვედრა 25 მარტს ტურინში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული