"იბრაჰიმოვიჩი მაშინაც კი ძალიან ძლიერია, როდესაც საუკეთესო ფორმაში არ არის. ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ძალიან მინდა, კვლავ მასთან ერთ გუნდში გამოვიდე.
მაგრამ ჩვენ თამაშამდე დანებებას არ ვაპირებთ. ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ. ეს თავის შედეგებს დღეს უკვე გვაძლევს, სეზონის დასაწყისში კი ლუის ენრიკეს სტილთან შეგუება გვიჭირდა", - განაცხადა ჰოლანდიელმა მეკარემ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით