"მიმდინარე სეზონში ორი ურთულესი მატჩი ჩავატარეთ: თასზე "იუვენტუსთან" 120-წუთიანი დაპირისპირება და "რომასთან" შეხვედრა. ოთხშაბათს "ბარსელონასთან" არანაკლებ რთული თამაში გველის. მინდა ის თავდადება და ჟინი აღვნიშნო, რომლითაც ფეხბურთელები მოედანზე გამოდიან.
სამწუხაროა, რომ მიმდინარე სეზონში ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. ზურგის ტკივილის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა იბრაჰიმოვიჩის თამაშიც, თუმცა შვედი მოედანზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა. ის ფანტასტიკური მოთამაშეა", - განაცხადა გალიანიმ.