მორატის აღარ დაეჯერება და არამარტო მორატის…
საფეხბურთო კლუბების მესვეურებს რომ ბევრი არაფერში დაეჯერებათ, დიდი ხანია ვიცით და თუ თქვენ ჯერ კიდევ ნდობით ხართ მათ მიმართ განწყობილნი, შეგიძლიათ მასიმო მორატის
"კლაუდიო რანიერის მშვიდად შეუძლია ყოფნა, რადგან მის სკამს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსებულ კრიზისში კლაუდიოს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი და შესაბამისად, მისი გაშვების აზრს, უბრალოდ, ვერ ვხედავ. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის "იუვენტუსთან" და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
"ბიანკონერის" დამარცხება შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით. პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს".
აი, ასეთი კომენტარი გააკეთა "ინტერის" პრეზიდენტმა. სულ რამდენიმე დღეში კი რანიერი პოსტიდან გაათავისუფლა და გუნდი დროებით ანდრეა სტრამაჩიონის ჩააბარა. ეს უკანასკნელი აქამდე "ინტერის" პრიმავერას მწვრთნელი იყო და ალბათ, სეზონის ბოლომდე იმუშავებს მთავარი გუნდის თავკაცად. მორატის კი ნამდვილად აღარ დაეჯერება და არამარტო მორატის…
ტურის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) - დიაკიტე (ლაციო), რაიმონდი (ატალანტა), ბონერა (მილანი) - კასერესი (იუვენტუსი), მარტინიო (ჩეზენა), ბარეტო (პალერმო), ვიდალი (იუვენტუსი), ვარგასი (ფიორენტინა) - პანდევი (ნაპოლი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).
გასულ ტურში ფორვარდებმა ბევრი ვერაფრით გამოიჩინეს თავი და ამად არის, რომ სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შვედს გორან პანდევი შევუწყვილეთ, რომელსაც უფრო უკნიდან უყვარს თამაში და ხანდახან გარემარბადაც გვევლინება.
პანდევმა შესანიშნავად ითამაშა "კატანიასთან" პაექრობაში და ის, რომ ნეაპოლელებმა ორი ქულა დაკარგეს, მაკედონიელის ბრალი ნაკლებად არის. რაც შეეხება იბრას, მან მორიგი შოუ დადგა და "მილანის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ნახევარმცველებს შორის არტურო ვიდალის გამორჩევა შეიძლება, რომელიც ბრწყინვალე იყო "ინტერთან" პაექრობაში და თავი ყველა მხრივ საუკეთესოდ წარმოაჩინა - მეტოქის არაერთი იერიში ჩაშალა და ალესანდრო დელ პიეროს საოცარი საგოლე პასი მისცა. აქვეა კიდევ ერთი "იუვენტინო", მარტინ კასერესი, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში დიდ იტალიურ დერბიში.
მცველებიდან დიაკიტე გამოვყოთ, რომელმაც 88-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "ლაციოს" "კალიარისთან" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოაპოვებინა. კარში განუმეორებელი ჯანლუიჯი ბუფონი დგას, რომელმაც "ინტერთან" პაექრობაში არაერთხელ გაიბრწყინა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.
ტურის გმირი
უკვე მერამდენედ, ტურის გმირად ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა შევრაცხოთ. შვედი ფენომენალურად ატარებს მიმდინარე სეზონს და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზლატანს უკვე 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. გასულ ტურში "მილანმა" "რომა" დაამარცხა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდწილად ეს იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაა.
ბალკანური წარმოშობის სკანდინავიელმა ჯერ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი პატარა საფეხბურთო სპექტაკლი დადგა და ლომბარდიულ გრანდს მორიგი სამი ქულა მოუტანა... სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც 83-ე წუთზე მოხდა?! - იბრამ მარტენ სტეკელენბურგს ბურთი თავზე გადაუგდო და შემდეგ მცველთან ჭიდილში თავური დარტყმით კარში მოათავსა.
მატჩის შემდეგ ზლატანი ემოციებს ვერ მალავდა: "მე ისევ იბრაკადაბრა ვარ, რაც, პირველ რიგში, ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. ასეთ თამაშებში ადრენალინს დიდი დოზით გამოვყოფ და ბოლომდე ვიხარჯები, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მთავარი არაა, ვინ გაიტანა გოლები; მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და ისევ დამაჯერებლად ვლიდერობთ სატურნირო ცხრილში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო სეზონი ჩემს კარიერაში და იმედია, საუკეთესოდვე დაგვირგვინდება".
ტურის ფრაზა
დელიო როსი (ფიორენტინას მთავარი მწვრთნელი): "ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც ჩვენ გვინდა და ამაში მთავარი დამნაშავე მე ვარ. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე და დასკვნები გამოვიტანო. ამიტომ კლუბის მესვეურებს ერთი კვირა შვებულება ვთხოვე. ეს დრო კი ყველაფერის გასააზრებლად საკმარისი იქნება".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII).
სერიები
მოგება: მილანი - 4 თამაში
წაგება: რომა, ბოლონია, კალიარი, ინტერი - 1
წაუგებლად: იუვენტუსი - 29
მოუგებლად: ჩეზენა - 8
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 59 გოლი - მილანი; 54 - ნაპოლი; 46 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 17 გაშვებული - იუვენტუსი; 23 - მილანი; 27 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 18 გოლი - ჩეზენა; 24 - ნოვარა; 25 - კიევო.
უარესი დაცვა: 51 გაშვებული - ჯენოა, 47 - ჩეზენა; 46 - პალერმო, პარმა, ნოვარა.
ზუსტი გადაცემები: 15693 - იუვენტუსი; 15656 - მილანი; 15252 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 536 - იუვენტუსი; 458 - რომა, მილანი; 449 - ინტერი.
კარში დარტმები: 189 - იუვენტუსი; 173 - მილანი; 148 - ნაპოლი.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა), როდრიგო პალასიო (ჯენოა); 14 - დიეგო მილიტო (ინტერი); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 12- სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).
ასისტენტები
12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 10 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რობინიო (მილანი), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ზუსტი პასები
2321 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1912 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1744 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1650 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1626 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1624 - დანიელე დე როსი (რომა); 1618 - ტიაგო სილვა (მილანი).
კარის მიმართულებით დარტყმები
125 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 101 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 100 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 95 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 94 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 91 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).
კარში დარტყმები
54 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 47 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 41 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 37 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 36 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 34 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 33 - ხერმან დენისი (ატალანტა); 30 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).
ჯარიმები
69 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 67 - მატია დესტრო (სიენა); 66 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 64 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 59 - ხუან კუადრადო (ლეჩე), გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე).
ციფრები და ფაქტები
"ინტერს" "იუვენტუსისთვის" გასვლითი მატჩი 2005 წლის შემდეგ არ მოუგია;
"იუვენტუსმა" საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გუნდის ანგარიშზე 30 წაუგებელი მატჩია;
ალესანდრო დელ პიერომ პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში;
სიმონე პეპემ და ჯორჯო კიელინიმ მე-200 მატჩები ჩაატარეს სერია A-ში;
დანიელე დე როსის გოლმა "მილანის" 321-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა;
თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გოლს იტანს, "მილანი" არ აგებს და ასეთ მატჩთა რიცხვმა უკვე 31-ს მიაღწია;
"ლაციოს" 13 ტურია, ფრედ არ დაუსრულებია შეხვედრა;
"ლაციოს" თავდამსხმელმა ტომაზო როკიმ მე-300 მატჩი ჩაატარა სერია A-ში;
"კალიარის" გასვლითი მატჩი გასული წლის 4 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია;
"ნაპოლის" წაუგებელი მატჩების სერიამ 9-ს მიაღწია;
"კატანიამ" ისტორიაში პირველად ითამაშა ფრედ ნეაპოლში;
"ნაპოლის" ნახევარმცველმა ბლერიმ ჯემაილმა მეასე მატჩი ჩაატარა სერია A-ში და მე-4 გოლი გაიტანა;
ფაბრიციო მიკოლიმ 62-ე გოლი გაიტანა "პალერმოს" შემადგენლობაში და ამ მაჩვენებლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს კარლო რადიჩეს გაუთანაბრდა;
მანოლო გაბიადინიმ "ატალანტადან" და ფრანჩესკო აჩერბიმ "კიევოდან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;
"ნოვარას" 3 მატჩია, არ წაუგია და 277 წუთია, გოლი არ გაუშვია.
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 29 19 6 4 59-23 63
2. იუვენტუსი 29 15 14 0 46-17 59
3. ლაციო 29 15 6 8 43-34 51
4. ნაპოლი 29 12 12 5 54-32 48
5. უდინეზე 29 13 9 7 40-27 48
6. რომა 29 13 5 11 42-35 44
7. კატანია 29 10 12 7 38-37 42
8. ინტერი 29 12 5 12 38-38 41
9. ატალანტა 29 10 13 6 33-29 37
10. პალერმო 29 10 6 13 41-46 36
11. კიევო 29 9 9 11 25-36 36
12. ბოლონია 29 9 9 11 31-35 36
13. კალიარი 29 8 10 11 29-36 34
14. ჯენოა 29 9 7 13 37-51 34
15. ფიორენტინა 29 8 9 12 29-35 33
16. სიენა 29 8 9 12 33-31 33
17. პარმა 29 7 11 11 35-46 32
18. ლეჩე 29 6 9 14 31-45 27
19. ნოვარა 29 5 9 15 24-46 24
20. ჩეზენა 29 4 6 19 18-47 18
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
მომდევნო ტური
31 მარტი: კატანია-მილანი, პარმა-ლაციო.
1 აპრილი: რომა-ნოვარა, კალიარი-ატალანტა, ლეჩე-ჩეზენა, ფიორენტინა-კიევო, ინტერი-ჯენოა, ბოლონია-პალერმო, სიენა-უდინეზე, იუვენტუსი-ნაპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"