ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ლიონელ მესის ღვთიური ნიჭი აქვს, კრიშტიანო რონალდოს ოსტატობა კი ვარჯიშის ნაყოფია

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ კატალონიელთა ფორვარდ ლიონელ მესისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს შორის პარალელი გაავლო.

შვედი ფეხბურთელის თქმით, პორტუგალიელი არგენტინელს ნიჭიერებით ვერ შეედრება.

"მესი ნამდვილი ტალანტია, რონალდო კი წარმატებებს ვარჯიშის წყალობით აღწევს", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ფეხბურთელმა იმაზეც ისაუბრა, რატომ არ მღერის შვედეთის ჰიმნს ნაკრების ოფიციალური მატჩების წინ:

"იმ წუთებში მხოლოდ მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ამას გარდა, სიტყვები არ ვიცი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული