ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. ამის შესახებ "როსონერის" ექიმმა ჟან-პიერ მერსემანმა განაცხადა.
"ამ ტრავმას ბოლო ორი წლის მანძილზე 13 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, მაგრამ მან თავი ისევ იჩინა და, როგორც ჩანს, არც ჩამცხრალა.
სამი კვირის მანძილზე ვერ შევძელით იმის გადაწყვეტა, რაც ორი წლის განმავლობაში გადაუწყვეტელია. პატოსთვის სეზონი დასრულებულია.
უკვე აღარ ვიცი, რომელი წმინდანის სახელზე ვილოცო მისთვის", - თქვა მერსემანმა.