თუ "დეზების" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს, სწორედ "იუვენტუსის" თავკაცმა შეიძლება შეცვალოს ის "ტოტენჰემში".
ეს ხმები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ხელმძღვანელობით "ბებერმა ქალბატონმა" ბოლოს და ბოლოს პრობლემებს თავი დააღწია და "მილანთან" სკუდეტოსთვის იბრძვის.
თუმცა "ტოტენჰემში" ანტონიოსთან მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფენ.