ადრიანო გალიანი: "მილანი" არ უნდა დანებდეს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "ფიორენტინასთან" (1:2) მარცხის მიუხედავად, მდგომარეობის დრამატიზირება არ ისურვა.

"არ უნდა დავნებდეთ. ის, რაც "ფიორენტინასთან" შეხვედრაში მოხდა, შესაძლოა "იუვენტუსსაც" შეემთხვეს. ჩემპიონატი გრძელდება და წინ უნდა წავიდეთ.

ალეგრის გაშვება? არ არის საჭირო, რასაც წერენ, ყველაფერი დაიჯეროთ. უკვე ორი წელია მწვერვალზე ვართ და პანიკის საბაბი არ არსებობს. ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული