ტურინის "იუვენტუსი" საზაფხულო ტრანსფერებზე 80 მილიონამდე ევროს დახარჯავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს.

"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის გადასახალისებლად 80 მილიონი ევრო გაიღოს. ტურინელები ამ თანხის ნაწილს ელერო ელიას, მილოშ კრასიჩისა და ფელიპე მელოს გაყიდვიდან მიიღებენ.

"იუვენტუსი" 35 მილიონ ევროს ავტოკონცერნ Jeep-თან სპონსორული შეთანხმებიდან მიიღებს.

"ბიანკონერის" მთავარ სატრანსფერო მიზნებად "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი ედინ ჯეკო, "რეალის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი და "ვილიარეალის" შემტევი ჯუზეპე როსი სახელდებიან. "იუვე" არც "ბაიერნის" ლიდერ არიენ რობენის ხელში ჩაგდებაზე იტყოდა უარს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული