"მილანი" "სტანდარტის" მეკარით დაინტერესდა

AutoSharing Option
"სტანდარტის" მეკარე სინან ბოლატი სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "მილანში" გადავიდეს.

"როსონერის" ზაფხულში ახალი მეკარის გაფორმება სურს, რომელიც კრისტიან აბიატის შეცვლას შეძლებს. იტალიელები ფიქრობენ, რომ 23 წლის თურქი ფეხბურთელი ამ ამოცანას თავს კარგად გაართმევს.

გასულ კვირას "მილანის" სკაუტები ბოლატის თამაშს აკვირდებოდნენ და მეკარით კმაყოფილნი დარჩნენ.

ბოლატის "სტანდარტთან" კონტრაქტის ვადა 2013 წელს უსრულდება.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული