იტალია. სერია A. XXXII ტურის წინ: "მილანი" ლიდერია, დროებით?

AutoSharing Option
XXXII ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "ლაციოს" უმასპინძლებს.

მოახლოებულ შეხვედრას ორივე გუნდი შესანიშნავ განწყობაზე ხვდება - გასულ უქმეებზე პიემონტელები სათავეში ჩაუდგნენ სატურნირო ცხრილს, დედაქალაქელებმა კი "ნაპოლის" სახით უშუალო კონკურენტი დაამარცხეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

ფავორიტი "ბიანკონერია", მაგრამ უკან დახევას არც "ბიანკოჩელესტე" აპირებს, რაზეც ედუარდო რეიას კომენტარი მეტყველებს:

"მიუხედავად იმისა, რომ თამაში ტურინშია, დაცვაში ყოფნას არ ვაპირებთ. შევუტევთ და ვეცდებით, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრში გაჩაღდება და ამისთვის მზად ვართ
- შესაძლოა, 3-5-1-1 ტაქტიკა გამოვიყენო. ეს ნოვაციაა და ძალიან მაინტერესებს, რამდენად გაამართლებს. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".


"იუვენტუსი" დანაკლისის გარეშე ხვდება ამ მნიშვნელოვან პაექრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტეს შემადგენლობის დაყენებისას დიდი არჩევანი ექნება.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, შეტევის წინა ხაზზე კონტე შემდეგ სამეულს გაამწესებს: სიმონე პეპე, მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი. ნახევარდაცვაში ნაცად სამეულს ვიხილავთ არტურო ვიდალის, კლაუდიო მარკიზიოს და ანდრეა პირლოს შემადგენლობით.

ვნახოთ, რა მოხდება "იუვენტუს არენაზე". წესით, კარგი თამაში უნდა გაჩაღდეს.

საინტერესო მატჩი გაიმართება რომის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც "რომა" "უდინეზეს" უმასპინძლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლუის ენრიკეს გუნდისთვის ეს ბოლო შანსია, ჯერ კიდევ გაიბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ამას თავად დედაქალაქელებიც ადასტურებენ.

ქულები უდინელებსაც ჰაერივით სჭირდებათ, რადგან დიდი ალბათობით, "ლაციო" ტურინში ქულებს დაკარგავს. ეს კი "ბიანკოჩელესტეს" მდევართათვის შესანიშნავი შანსია... "უდინეზე" სწორედ მდევარია და სამი ქულის მოსაპოვებლად ტყავიდან გამოძვრება.

"ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ატალანტას" მიიღებს და აქაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რაც "რომას" შემთხვევაში - თუ ნეაპოლელები ჯერ კიდევ ფიქრობენ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურის მოპოვებაზე, ბერგამოელები აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

ვნახოთ, წინ მართლაც საინტერესო ბატალიები გველის.

იტალია. სერია A. XXXII ტური
10 აპრილი
კიევო-მილანი 0:1
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო (74. სეზარი), დაინელი, აჩერბი, ნ. ფრეი - სამარკო (65. ლუსიანო), ლ. რიგონი, ბრედლი - თერეაუ - პალოსკი (70. კრუსადო), პელისიერი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე სკილიო, ნესტა, იეპესი, ძამბროტა - გატუზო (62. ელ შაარავი), მუნტარი, ნოჩერინო - ზეედორფი (87. შტრასერი) - რობინიო (68. ემანუელსონი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლი: 0:1 მუნტარი (8)
გაფრთხილება: სარდო, დაინელი, სამარკო, პელისიერი - ძამბროტა, მუნტარი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 12(2)-5(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 23 000

11 აპრილი
რომა-უდინეზე 22.45
ტრავმა: ბორინი, სიმპილისიო, ჟუანი, ბურდისო, გრეკო, კასეტი, ლობონტი - ბენეტია, ფლორო ფლორესი, ბასტა, ბატოკიო, ფაბრინი, ბადუ, ისლა.

კატანია-ლეჩე 22.45
დისკვალიფიკაცია: სპოლი (კატანია).
ტრავმა: ბიაჯანტი, პოტენცა - ჟულიო სერჟიო, ესპოზიტო.

ფიორენტინა-პალერმო 22.45
ტრავმა: გამბერინი, კასანი, კროლდრუპი, ვარგასი - აგუირეგერაი, ბალცარეტი, სილვესტრი.

ჯენოა-ჩეზენა 22.45
დისკვალიფიკაცია: კუჩკა (ჯენოა).
ტრავმა: ანტონელი, კონსტანტი - მარტინესი, პუდილი, იაკვინტა.

ინტერი-სიენა 22.45
ტრავმა: მაიკონი, სნეიდერი, კასტაინოსი - ანჯელო, კალაიო.

იუვენტუსი-ლაციო 22.45
ტრავმა: დიასი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ლულიჩი, კონკო (ლაციო).

ნაპოლი-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: ცუნიგა, ბრიტოსი, კანავარო - მანფრედინი.
ტრავმა: როზატი, დონადელი, მაჯო - ბრიგი, მარილუნგო, კაპელი.

პარმა-ნოვარა 22.45
დისკვალიფიკაცია: პალეტა - კარაჩოლო.
ტრავმა: ფერარიო - ლუდი, მარიანინი, უიკანი.

12 აპრილი
ბოლონია-კალიარი 22.45
დისკვალიფიკაცია: დი ვაიო - პინილია.
ტრავმა: კრესპო, კაზარინი, ანტონსონი, კრხინი - დესენა, რუი სამპაიო, ერიკსონი.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 32 20 7 5 62-26 67
2. იუვენტუსი 31 17 14 0 51-17 65
3. ლაციო 31 16 6 9 47-38 54
4. უდინეზე 31 14 9 8 43-29 51
5. ნაპოლი 31 12 12 7 55-38 48
6. რომა 31 14 5 12 49-41 47
7. ინტერი 31 13 6 12 45-44 45
8. კატანია 31 10 13 8 41-41 43
9. კიევო 32 11 9 12 30-40 42
10. სიენა 31 10 9 12 36-32 39
11. პალერმო 31 11 6 14 44-49 39
12. კალიარი 31 9 11 11 33-38 38
13. ატალანტა 31 10 13 8 34-33 37
14. ბოლონია 31 9 10 12 32-38 37
15. ფიორენტინა 31 9 9 13 32-38 36
16. პარმა 31 8 11 12 39-50 35
17. ჯენოა 31 9 8 14 42-57 35
18. ლეჩე 31 7 10 14 35-47 31
19. ნოვარა 31 5 10 16 27-52 25
20. ჩეზენა 31 4 8 19 18-47 20

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული