ლუჩანო მოჯი: ტურინის "იუვენტუსი" ალესანდრო დელ პიეროს გაშვებით დიდ შეცდომას უშვებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ სეზონის ბოლოს ალესანდრო დელ პიეროს გაშვების შესახებ გადაწყვეტილება შეაფასა.

37 წლის დელ პიეროს კონტრაქტი ივნისში ეწურება, კლუბის ხელმძღვანელობა კი მის გაგრძელებას არ აპირებს.

"რა თქმა უნდა, ალექსი უკვე ის ვერ არის, რაც ადრე იყო, მაგრამ კვლავ შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო იყოს.

ბოლო მატჩებში დელ პიერომ ეს დაამტკიცა. ასეთი მოთამაშის გაშვებით "იუვე" დიდ შეცდომას უშვებს.

მას ვიცნობ, როგორც შესანიშნავ ადამიანს და ნამდვილ პროფესიონალს. ხანგრძლივი უთამაშებლობის დროსაც კი მას გუნდის წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია", - განაცხადა
მოჯიმ.

მომზადებულია Radio Calciomercato-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული