ალესანდრო ნესტას არჩევანი

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონიდან 36 წლის ალესანდრო ნესტამ შეიძლება "იუვენტუსის" ღირსება დაიცვას.

ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტთან ანდრეა პირლომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნესტას პირადად მან შესთავაზა ტურინულ გრანდში გადაბარგება.

თავად ალესანდროს არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა, მაგრამ ჭორები იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ იძულებული გახდა, გარკვეული ახსნა-განმარტებები გაეკეთებინა:

"ამ ეტაპზე მხოლოდ სერია A-ს მოახლოებულ პაექრობაზე ვფიქრობ და არავითარი სატრანსფერო საკითხები არ მაწუხებს. ჩემს მომავალზე მხოლოდ სეზონის დასრულების
შემდეგ დავფიქრდები და გადაწყვეტილებასაც მივიღებ.

"მილანთან" კონტრაქტი პირველ ივლისს მეწურება და თუ საჭიროდ ჩავთვლი, ახალ გუნდში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე გადავალ.

ერთი სიტყვით, ჯერ გარკვეული არაფერია და ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ გუნდში ვიასპარეზებ მომდევნო სეზონში. თუმცა ერთი დანამდვილებით ვიცი: "იუვენტუსში" გადასვლას არ ვაპირებ და თუ "მილანიდან" წასვლა, მაგრამ იტალიაში დარჩენა გადავწყვიტე, მხოლოდ "ლაციოს" ფორმას მოვირგებ. თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა - დღეს "მილანის" მოთამაშე ვარ და ჩემი ინფორმაციით, კლუბის მესვეურები ახალ კონტრაქტს მიმზადებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული