"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი სცემა

AutoSharing Option
ვიდეო
"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა დელიო როსიმ თავისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი ურჩობისთვის სცემა. 20 წლის სერბი ადემა ლაიჩი როსიმ 30-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა და მწვრთნელს უხეშად შეეპასუხა.

ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, გახდა პირველი შემთხვევა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. მატჩის შემდეგ გუნდის მფლობელებმა 62 წლის დელიო როსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩი "ფიორენტინასა" და "ნოვარას შორის ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. საშინაო ფრის შემდეგ "ფიორენტინა" სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომაა - ფეხბურთელი სცემა

სწორია - ფეხბურთელს სცემა
giorgi
12:42 03-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული