"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ბოსმა ანდრეა ანიელიმ კონტეს ხელფასი გაუორმაგა - ამიერიდან ანტონიო წელიწადში მილიონნახევრის ნაცვლად, სამ მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა აბსოლუტური ნდობის გამოცხადებისა, "იუვეს" ხელმძღვანელების ეს ჟესტი იმასაც ნიშნავს, რომ "ბებერი ქალბატონი" კონტეს, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს, 1992-დან 2004 წლამდე სწორედ "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა,
შეგახსენებთ, რომ კონტე ტურინულ გრანდამდე "სიენას" წვრთნიდა, ეს კლუბი კი მანიპულირებული მატჩების სკანდალშია გახვეული და ამას წინათ "სიენას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპო კარობიომ ერთ-ერთ ჩვენებაში კონტეც დაადანაშაულა.
ამ უკანასკნელის თქმით, კონტე აქტიურად მონაწილეობდა "სიენას" შემდეგი მატჩების ჩაწყობაში: "ნოვარასთან" 2:2 და "ალბინოლეფესთან" 0:1. თავად ანტონიომ ბრალდებები, რა თქმა უნდა, უარყო.
კონტესთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯია, რადგან "იუვე" ხანგრძლივი შესვენების შემდეგ იტალიის ჩემპიონი სწორედ ანტონიოს ხელმძღვანელობით გახდა.
ტურინელებმა სერია A-ში წაუგებლად იასპარეზეს და ზოგადად, მთელ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში წააგეს - იტალიის თასის ფინალი "ნაპოლისთან" (0:2).
იუვემ ვან პერსიზე ხელი ჩაიქნია
ამასობაში ინგლისური გაზეთი "დეილი მეილი" წერს, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელებმა "არსენალის" გოლეადორ რობინ ვან პერსიზე ხელი ჩაიქნიეს, რადგან ფიქრობენ, რომ ჰოლანდიელის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
შესაბამისად, ინგლისური და იტალიური პრესის მტკიცებით, "იუვემ" მიზანი სხვა თავდამსხმელებისკენ მიმართა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტურინელთა სასურველი ცენტრფორვარდები ედინსონ კავანი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (რეალი) და ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) არიან. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, კონტეს ამ სამეულიდან ყველაზე მეტად კავანი მოსწონს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"