იაკუბ ბლაშჩიკოვსკი რომის "ლაციოში"?

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, რომის "ლაციოს" დორტმუნდის "ბორუსიას" და პოლონეთის ნაკრების მარჯვენა გარემარბის, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გადაბირება უნდა. "ლა რეპუბლიკა" წერს, რომაელთა მენეჯერი იგლი ტარე ორშაბათს პოლონეთში გაფრინდა, სადაც "კუბას" მრჩეველ ვოლფგანგ ფიოგესთან პირველ მოლაპარაკებას გამართავსო.

ბლაშჩიკოვსკის გერმანიის ჩემპიონთან და თასის მფლობელთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და დორტმუნდელები მას ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ, მაგრამ ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რის გამოც "ლაციოში" ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

"კუბა" დორტმუნდში 2007 წელს კრაკოვის "ვისლადან" გადავიდა და მაშინ "ბორუსიამ" მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქვე
გეტყვით, რომ "დორტმუნდმა" "კაიზერსლაუტერნის" 29 წლის მარჯვენა მცველი ოლივერ კირხი გადაიბირა (კონტრაქტი 2014 წლამდე).

ეს უკანასკნელი მომავალი სეზონისთვის "ბორუსიას" რიგით მესამე ახალწვეულია – დორტმუნდელებმა მანამდე მარკო როისის (გლადბახიდან, 17.1 მილიონად) და ლეონარდო ბიტენკურის (კოტბუსიდან, 3 მილიონად) ტრანსფერები გაჩარხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული