ფეხბურთელი უახლოეს დღეებში "ნერაძურისთან" კონტრაქტს გაწყვეტს, რომელიც 2013 წლამდეა გაფორმებული.
პორტუ-ალეგრიში ურუგვაელი ბომბარდირი "ინტერნასიონალის" წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მომავალი თანამშრომლობის პირობები განიხილოს.
ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ფორლანს თვეში 200 ათასი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს.