დიეგო ფორლანი პორტუ-ალეგრის "ინტერნასიონალთან" ითათბირებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი 6 ივლისს ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრის ეწვევა.

ფეხბურთელი უახლოეს დღეებში "ნერაძურისთან" კონტრაქტს გაწყვეტს, რომელიც 2013 წლამდეა გაფორმებული.

პორტუ-ალეგრიში ურუგვაელი ბომბარდირი "ინტერნასიონალის" წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მომავალი თანამშრომლობის პირობები განიხილოს.

ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ფორლანს თვეში 200 ათასი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული