გაუგებრობა სახელწოდებით მილოშ კრასიჩი და "იუვენტუსი" დამთავრებულია: ტურინელთა თავკაც ანტონიო კონტეს სერბი გარემარბი არ მოსწონდა და მიუხედავად ტესტ-მატჩებში თავის გამოჩენისა, მაინც გაუშვა - 27 წლის სერბი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. თურქებს ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდათ.
მილოშის "იუვენტუსიდან" აბარგება ზამთარშიც ივარაუდებოდა, რადგან კონტე არ ათამაშებდა. კრასიჩმა "ფენერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 2.3 მილიონს აიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"