ტურინის "იუვენტუსმა" "ჰამბურგს" ვინჩენცო იაკვინტა შესთავაზა

AutoSharing Option
"ჰამბურგმა" არტიომ რუნდნევსის სახით იმედისმომცემი თავდამსხმელი იყიდა, მაგრამ რაკი მის გარდა ჩრდილოგერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელის, ტორსტენ ფინკის განკარგულებაში წინა ხაზისთვის მხოლოდ მინ სონი და მარკუს ბერგი არიან, HSV-ის თავკაცი შექმნილ ვითარებას სარისკოდ მიიჩნევს.

გაზეთ "ჰამბურგერ აბენდბლატის" ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ტურინის "იუვენტუსისგან" მიიღო შეთავაზება:

"ბებერი ქალბატონი" "ჰამბურგს" 32 წლის თავდამსხმელის, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, ვინჩენცო იაკვინტას არენდით აყვანას სთავაზობს.

"იუვე" თანახმაა, იაკვინტა გერმანიაში ერთი წლით გაანათხოვროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული