იტალიის თასზე ამიერიდან გუნდებს განაცხადში 23 ფეხბურთელი ეყოლებათ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს იმის ნება დართო, რომ იტალიის ჩემპიონატის მატჩების განაცხადში, 18-ის ნაცვლად, ამიერიდან 23 ფეხბურთელი შეიყვანონ.

შედეგად, იტალიურ კლუბებს სერია A-ს შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე არა 7 (როგორც ეს აქამდე იყო), არამედ 12 ფეხბურთელი ეყოლებათ.

ფედერკალჩოს ბოსების თქმით, იტალიის ჩემპიონატი ამით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების სტანდარტებს შეესაბამება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული