”ახლა ჩემპიონთა ლიგაში არ ვასპარეზობთ, მაგრამ საკუთარ ძალებში კვლავინდებურად დარწმუნებულნი ვართ - უფრო მეტადაც, ვიდრე უწინ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემადგენლობით რომელიმე ტიტულის მოგებას შევძლებთ. ჩვენ ამბიციაც გაგვაჩნია და მიზნებიც.
რა თქმა უნდა, ”იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ არც ჩვენ ვართ სუსტები. უკვე რამდენიმე სეზონია, ჩემპიონატს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვასრულებთ.
თუ სკუდეტოს მოგებას მოვახერხებთ, ფანტასტიკური იქნება. იტალიის თასის ფინალში ჩვენი ტრიუმფი დღემდე მახსოვს, როდესაც რომში ”ბებერი