სწორედ პრანდელიმ აღძრა ინტერესი ვერატის მიმართ, როდესაც ის სერია B-ის "პესკარადან" იტალიის ნაკრებში ევრო 2012-ისთვის გამოიძახა.
ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი მაშინ ევროპის ჩემპიონატზე არ წასულა, მაგრამ აპენინებზე ერთერთ ყველაზე მოთხოვნად მოთამაშედ გადაიქცა.
თუმცა ვერატის მიმართ ინტერესს არამხოლოდ სერია A-ს კლუბები იჩენდნენ, არამედ პსჟ-იც, რომელსაც იტალიელი კარლო ანჩელოტი ხელმძღვანელობს.
შედეგად მარკო სწორედ პარიზში გადავიდა, რადგან "პარი სენ ჟერმენმა" მოთამაშის სანაცვლოდ 12 მილიონი ევროს გადახდა არ
იტალიის ნაკრების თავკაცი ამ ტრანსფერს იტალიური საკლუბო ფეხბურთის უზარმაზარ დანაკარგად მიიჩნევს.
"ჩვენ გათვლა მომავალზე უნდა გავაკეთოთ. ეს აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი მოთამაშე, როგორიც ვერატია, უცხოურ კლუბში აღმოჩნდა.
მას მაშინ ვიძახებდი, როდესაც ჯერ კიდევ "პესკარაში" იყო. ვიმეორებ, ეს აღმაშფოთებელია.
ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიას განახლება სჭირდება. უნდა ვეცადოთ, რომ არა ყველაზე ეშმაკები, არამედ ყველაზე საუკეთესონი ვიყოთ", - განაცხადა "სკუადრა აძურას" თავკაცმა.