მარკო ვერატი: ვოცნებობ, ანდრეა პირლოს მიღწევები გავიმეორო

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველი მარკო ვერატი პარიზული გრანდის შემადგენლობაში ყოფნის შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

"ჩემი ოცნება ახდა. არ ველოდი, რომ 19 წლის ასაკში ასეთ კლუბში აღმოვჩნდებოდი. ბედნიერი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ხალხს დავუმტკიცო, რომ დიდი მოთამაშეების გვერდით თამაშის უფლება მაქვს, რომლებიც პსჟ-ში არიან თავმოყრილნი. ჩემი თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლე.

გვინდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ვიქცეთ. პსჟ დიდი პროექტია, რომლის ნაწილად ყოფნაც ყველა ფეხბურთელს სურს. კარლო ანჩელოტის მითითებებს უნდა მივყვეთ და ამ შემთხვევაში წარმატებებს მივაღწევთ.

ანდრეა პირლომ ყველაფერი მოიგო, რაც შესაძლებელი იყო. ის დიდი ფეხბურთელია.
მისი მიღწევების გამეორებაზე ვოცნებობ. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ამისთვის, რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებ.

საფრანგეთში თამაში უფრო რთულია, ვიდრე სერია A-ში. აქ ნაკლები ტაქტიკაა, ვიდრე იტალიაში, მაგრამ ფიზიკურ ფორმას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ვერატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული