უეფან "ნაპოლი" 150 ათასი ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს ღამით სერია A-ს მეორეადგილოსან "ნაპოლის" შესახებ ორი ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა: კლუბის ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს მანიპულაციებში ედებათ ბრალი, უეფამ კი ნეაპოლელებს სოლიდური ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება 2009/2010 წლების სეზონის მატჩს, რომელშიც "ნაპოლიმ" გენუის "სამპდორიას" უმასპინძლა და 0:1 წააგო.

16 მაისს მოპოვებული ამ გამარჯვებით გენუელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და როგორც ირკვევა, კლუბები შედეგზე წინასწარ მორიგდნენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, "ნაპოლის" ამჟამინდელმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა მატეო ჯანელომ, პაოლო კანავარომ, ჯანლუკა გრავამ და სილვიო ჯუსტიმ გარიგების შესახებ იცოდნენ.

გამოძიება ბარის პროკურატურის
მიერ გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიწყო. ჯიანელო და ჯუსტი გარიგებაში სავარაუდოდ უშუალოდ მონაწილეობდნენ, კანავაროს და გრავას კი ეს ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ არ გაახმაურეს, რაც ასევე დანაშაულია.

ამასთან, უეფამ "ნაპოლი" ტიფოზების ცუდი საქციელის გამო 150 000 ევროთი დააჯარიმა და გარდა ამისა, ევროპალიგის მომდევნო საშინაო მატჩში (დნიპროსთან) "სან პაოლოზე" 13 სექტორი ცარიელი იქნება.

ეს აიკ-თან მატჩის შედეგია, რომლის დროსაც ნეაპოლელებს ამ კლუბის ორი ფანი შემოელახათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული