იტალია. სერია A. XIII ტური: სამი ლიდერის სამი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
XIII ტური დახუნძლული იყო საინტერესო მოვლენებით... ლიდერთა სამეული მხოლოდ ქულას დასჯერდა, რამაც ყველაზე მეტად "ფიორენტინას" წისქვილზე დაასხა წყალი.

ფლორენციული გუნდი პროგრესის გზას ადგას, რაც "ატალანტასთან" შეხვედრაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

"ინტერს" ისევ ჩამოეძინა, ბოლონიაში კი "პალერმომ" თამაში 8 ფეხბურთელით ჩაამთავრა.

რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრებს, მათზე ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.

აჯობეს, მაგრამ ვერ მოუგეს
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაც სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. თავად განსაჯეთ, ტურინელებმა 16-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაშინ, როდესაც რომაელებმა მხოლოდ 4-ჯერ სცადეს ბედი.

ბურთის ფლობაშიც
მასპინძლები ჯობდნენ მეტოქეს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ყოველთვის მოგების საწინდარი არაა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ტურინელები მთელი 90 წუთის განმავლობაში უტრიალებდნენ რომაელთა კარს, მაგრამ ერთი გოლი რაა, ისიც ვერ შეაგდეს. ამაში დიდწილად ფედერიკო მარკეტია დამნაშავე, რომელმაც სუპერშეხვედრა ჩაატარა, თუმცა არც მცველებს უნდა დავუკარგოთ შესანიშნავი გარჯა.

მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ტურინელთა შორის ყველაზე აქტიური სებასტიან ჯოვინკო გახლდათ.

მის მეწყვილე ფაბიო კვალიარელას არ გამოუვიდა თამაში და დიდად არც მის შემცვლელს ალესანდრო მატრის გამოუჩენია თავი. სახიფათო მომენტებს უფრო უკანახაზელები ქმნიდნენ, გატანის ყველაზე რეალური შანსი კი სულაც ლეონარდო ბონუჩის ჰქონდა, რომელმაც ახლო დისტანციიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

ისიც აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა მოედანზე სიმონე პეპე - ახლად გამოჯანმრთელებულის კვალობაზე საკმაოდ კარგად გაისარჯა, თუმცა ციდან ვარსკვლავები არც მას მოუწყვეტია.

რაც შეეხება "ლაციოს", გუნდი მჭიდროდ მოქმედებდა მოედნის ცენტრში, ხშირად მიმართავდა პრესინგს და აქტიურად იყენებდა კოლექტიურ ართმევას. მიროსლავ კლოზეს გარდა, ყველა დაცვიდან ირჯებოდა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყო კონცენტრირებული.

ეს საქმე რომაელებს ძალიან კარგად გამოუვიდათ და ნათლად გამოჩნდა, რომ "ლაციოს" მეორე ნომრად თამაში შესანიშნავად შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, "ლაციოს" აღებულ ქულას ვერავინ დაამადლის. ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა კიდევ ერთი თამაში ჩაატარეს მაღალ დონეზე და მთლიანობაში, შედეგს ლოგიკური ეთქმის.

ანჯელო ალესიო ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი):
"შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან მთლიანობაში, ძალიან კარგად გავისარჯეთ. ამ მატჩში იყო ყველაფერი, გოლის გარდა, და სამწუხაროდ, სწორედ ის ერთი გოლი დაგვაკლდა სამი ქულის მოსაპოვებლად. "ლაციომ" პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა და ამისთვის ქებას იმსახურებს".

ვლადიმირ პეტკოვიჩი ("ლაციოს" მთავარი მწვრთნელი):
"არ დავმალავ, რომ აღებული ქულით მეტად კმაყოფილი ვარ... მით უმეტეს, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და მოგების მეტი შანსიც მათ ჰქონდათ. "იუვე" ძალიან ძლიერია, ნათლად დავინახე ის ყველაფერი, რამაც ამ გუნდის ხანგრძლივი წაუგებელი სერია განაპირობა".

ელ შაარავის სუპერგოლით
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ნეაპოლში, სადაც "ნაპოლიმ" და "მილანმა" ქულები გაიყვეს. როგორც იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები ირწმუნებიან, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და რომ არა კრისტიან აბიატის ბავშვური შეცდომები, აუცილებლად სამ ქულას აიღებდა.

დიახ, "მილანის" გამოცდილმა კარის დარაჯმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რაც ლომბარდიულ გრანდს ორ მიღებულ გოლად დაუჯდა. ჯერ კიდევ მე-4 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გეკჰან ინლერმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა. აბიატი მარცხენა კუთხეში გადაიხარა, ბურთი კი საპირისპირო მხარეს შევარდა.

როგორც ნამატჩევს "მილანის" კიპერმა განაცხადა, ბურთი მოულოდნელად მოიჭრა და მიმართულება ჰაერში შეიცვალა...

მეორე გოლი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და არცთუ ძლიერად დაარტყა - აბიატის ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბადეში შეგორდა.

30-ე წუთისთვის "ნაპოლი" უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდა და ბევრმა ჩათვალა, რომ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

"მილანი" არ შეეგუა მარცხს და ერთი ბურთი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის დასრულებამდე გაქვითა... საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი სტეფან ელ შაარავის მიუგორდა, რომელმაც ერთი შეხებით გადაწყვიტა დარტყმა და სწორადაც მოიქცა - 2:1. ბურთი პირდაპირ ცხრიანში გაეხვა, გოლი კი მეტად ეფექტური გამოვიდა.

მეორე ტაიმში ალეგრიმ რობინიო და ჯამპაოლო პაცინი ჩართო თამაშში - შედეგად, ერთი ხანობა "როსონერის" მოედანზე 4 ნომინალური ფორვარდი ჰყავდა. ამან შედეგი მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე გამოიღო - ელ შაარავი რობინიოს პასით ნეაპოლელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთის კარში შეგორება აღარ გასჭირვებია, 2:2.

დარჩენილი დრო მილანელთა იერიშებში გაილია, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმ ამაყად განაცხადა, რომ ეს იყო მისი გუნდის საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. დაღონებულმა ვალტერ მაცარიმ კი ისღა თქვა: ორი ქულა ქარს გავატანეთო.

იტალია. სერია A. XIII ტური
იუვენტუსი-ლაციო 0:0
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ისლა (70. პეპე), ვიდალი, პოგბა (84. ბენდტნერი), მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, კვალიარელა (67. მატრი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი (20. სიანი), რადუ - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ბროკი (57. ედერსონი), ერნანესი - კლოზე (81. კოზაკი).
გაფრთხილება: ბონუჩი, ვიდალი - მარკეტი, ლედესმა.
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-3(4-0); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 39 000

ნაპოლი-მილანი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ინლერი (4), 2:0 ინსინიე (30), 2:1 ელ შაარავი (44), 2:2 ელ შაარავი (82).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, გამბერინი - მაჯო (90. ვარგასი), ინლერი, ჯემაილი, ცუნიგა (89. დოსენა) - ჰამშიკი - ინსინიე (67. მესტო), კავანი.
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, მექსე, აჩერბი, კონსტანტი - მონტოლივო (76. პაცინი), დე იონგი, ნოჩერინო - ბოატენგი (80. რობინიო), ბოიანი (85. ნიანგი), ელ შაარავი.
გაფრთხილება: კამპანიარო, კანავარო, კავანი - ბოიანი, ელ შაარავი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7-21(5-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 55 000

ბოლონია-პალერმო 3:0
გოლები: 1:0 ჯილარდინო (22), 2:0 გაბიადინი (44), 3:0 დიამანტი (48).
ბოლონია (3-4-1-2): კურჩი (39. ალიარდი) - ანტონსონი, სორენსენი, კერუბინი - გარიჩი, პერესი, ტაიდერი, მორლეო - დიამანტი (81. გუარენტე) - გაბიადინი (60. პაპონი), ჯილარდინო.
პალერმო (3-5-2): უიკანი - მუნიოსი, დონატი (47. ბენუსი), ფონ ბერგენი - მორგანელა, კურტიჩი, ბარეტო, გარსია, ბრიენცა (63. ლაბრინი) - დიბალა, ილიჩიჩი (74. ვიოლა).
გაფრთხილება: გარიჩი, პერესი, გაბიადინი - დონატი.
გაძევება: ტაიდერი (78) - უიკანი (46), ბარეტო (72), ლაბრინი (82).
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-6(8-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000

კატანია-კიევო 2:1
გოლები: 1:0 ალმირონი (51), 2:0 ალმირონი (85), 2:1 ანდრეოლი (90).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე, მარკეზე - ბიაჯანტი (29. ისკო), ალმირონი, ლოდი - კასტრო, ბერგესიო (26. დუკარა), გომესი (77. ბარიენტოსი).
კიევო (4-3-3): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, სარდო, დრამე - გუანა, ვაჩეკი (79. პალოსკი), ჰეტემაი (64. დი მიკელე) - ლუსიანო (77. კოფიე), პელისიერი, თერეუ.
გაფრთხილება: ალვარესი, კასტრო - სარდო, ჰეტემაი, ლუსიანო.
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-9(4-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 16 000

ფიორენტინა-ატალანტა 4:1
გოლები: 1:0 გონსალო (5), 1:1 ბონავენტურა (32), 2:1 აკვილანი (42), 3:1 აკვილანი (45), 4:1 ტონი (49).
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია (76. ეგაზი), გონსალო, სავიჩი - კუადრადო, პისარო, ბორხა ვალერო, აკვილანი (68. ფერნანდესი), პასკუალი - ლიაიჩი, ტონი (57. ელ ჰამდაუი).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, მანფრედინი, სტენდარდო, ბრივიო - სკელოტო, კარმონა (52. კაცოლა), ჩიგარინი, ბონავენტურა (73. მარილუნგო) - მორალესი (46. ბიონდინი), დენისი.
გაფრთხილება: პისარო - სტენდარდო, მანფრედინი, ბრივიო, კაცოლა.
გაძევება: ჩიგარინი (45. ატალანტა).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-4(8-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 000

ინტერი-კალიარი 2:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 პალასიო (10), 1:1 საუ (43), 1:2 საუ (66), 2:2 ასტორი (83-საკ. კარში).
ინტერი (3-4-3): ჰანდანოვიჩი - ჟულიო ჟესუსი (73. კოუტინიო), რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო, გარგანო, ნაგატომო - პალასიო, კასანო (82. ალვარესი), მილიტო.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - როსეტინი, ასტორი, აველარი, პიზანო - ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ (68. დესენა) - საუ (74. იბარბო), ნენე (37. პინილია).
გაფრთხილება: გარგანო, კამბიასო - ასტორი, ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი, საუ.
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 23-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-15(7-7); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 55 000

სიენა-პესკარა 1:0
გოლი: 1:0 ვალიანი (31).
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ნეტო, კონტინი - ანჯელო, ვერგასოლა, ბოლცონი, რუბინი - ვალიანი (87. დელ გროსო), როზინა (66. სესტუ) - კალაიო.
პესკარა (4-4-2): პერინი - ძანონი, კოსიჩი (86. სელიკი), ბოკეტი, კაპუანო - კაშონე, ნიელსენი, კუინტერო (66. კაპრარი), ბალცანო - ვუკუსიჩი (56. ჯონატასი), აბრუსკატო.
გაფრთხილება: კონტინი - კაშონე, ბალცანო.
გაძევება: კოსმი (45. მთავარი მწვრთნელი) - კაპუანო (86), ძანონი (90)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-11(5-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

უდინეზე-პარმა 2:2
გოლები: 1:0 დი ნატალე (9), 1:1 მარკიონი (46), 2:1 პერეირა (50), 2:2 პალადინო (89).
უდინეზე (4-4-2): ბრკიჩი - ანჯელა, კოდა, დომიცი, ბასტა - პერეირა, ბადუ, ალანი, პასკუალე (67. არმერო) - მაიკოსუელი (86. ფარაონი), დი ნატალე (84. რანიჯი).
პარმა (4-4-2): მირანტე - ბენალოუანე, პალეტა, ლუკარელი, როსი - მუსაჩი (65. ასკუა), პაროლო, მარკიონი, სანსონე (70. პალადინო) - ბელფოდილი (80. პაბონი), ამაური.
გაფრთხილება: დომიცი, ალანი, პასკუალე, ფარაონი - პალეტა, ლუკარელი, პაროლო.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 7-13(3-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

სამპდორია-ჯენოა 3:1
გოლები: 1:0 პოლი (16), 2:0 ბოვო (36-საკ. კარში), 2:1 იმობილე (73), 3:1 იკარდი (88).
სამპდორია (4-5-1): რომერო - გასტალდელო, მუსტაფი, როსინი, კოსტა - ობიანგი, მუნარი, მარესკა (83. ტისონე), კრსტიჩიჩი (66. ესტიგარიბია), პოლი - იკარდი (89. სორიანო).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - სამპირიზი (83. როსი), გრანკვისტი, ბოვო (46. ვარგასი), მორეტი - ტოზსერი (46. ბერტოლაჩი), კუჩკა, იანკოვიჩი, ანტონელი - იმობილე, ბორიელო.
გაფრთხილება: მუნარი, იკარდი - სამპირიზი, მორეტი, კუჩკა, ანტონელი.
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 24-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-17(4-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 000

გუნდი
1 იუვენტუსი 13 10 2 1 29-9 32
2 ინტერი 13 9 1 3 26-15 28
3 ფიორენტინა 13 8 3 2 23-10 27
4 ნაპოლი 13 8 3 2 22-11 27
5 ლაციო 13 7 2 4 19-17 23
6 კატანია 13 5 4 4 17-17 19
7 ატალანტა 13 6 2 5 14-19 18
8 რომა 12 5 2 5 28-23 17
9 პარმა 13 4 5 4 16-18 17
10 კალიარი 13 4 4 5 13-19 16
11 უდინეზე 13 3 7 3 18-20 16
12 მილანი 13 4 3 6 20-18 15
13 ტორინო 12 3 6 3 13-10 14
14 სამპდორია 13 4 2 7 16-19 13
15 ბოლონია 13 3 2 8 15-18 11
16 პალერმო 13 2 5 6 11-20 11
17 კიევო 13 3 2 8 13-25 11
18 პესკარა 13 3 2 8 9-24 11
19 სიენა 13 4 4 5 13-14 10
20 ჯენოა 13 2 3 8 13-21 9
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
10 - ელ შაარავი (მილანი); 8 - კავანი (ნაპოლი), ლამელა (რომა), დი ნატალე (უდინეზე); 7 - მილიტო (ინტერი), კლოზე (ლაციო).

მომდევნო ტური:
24 ნოემბერი
პალერმო-კატანია.

25 ნოემბერი
პესკარა-რომა, სამპდორია-ბოლონია, ტორინო-ფიორენტინა, ატალანტა-ჯენოა, კიევო-სიენა, მილანი-იუვენტუსი.

26 ნოემბერი
კალიარი-ნაპოლი, პარმა-ინტერი.

27 ნოემბერი
ლაციო-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული