რობერტ ლევანდოვსკისთვის "ინტერიც" იბრძოლებს

AutoSharing Option
ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში მილანის "ინტერიც" ჩაება.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ნერაძური" მზადაა, 24 წლის გოლეადორში 25-30 მილიონი ევრო გადაიხადოს. მეტიც: ხსენებული გამოცემა წერს, რომ ლევანდოვსკი "ინტერისთვის" პირველი არჩევანია.

შეგახსენებთ, რომ პოლონელით "იუვენტუსიცაა" დაინტერესებული და "კორიერეს" ცნობით, ტურინული კლუბის მესვეურები ლევანდოვსკის ერთხელ უკვე შეხვდნენ.

რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, წინა სეზონში კი 22 გოლი შეაგდო, რითაც "დორტმუნდის" ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა.

რობერტს "ბორუსიასთან" კონტრაქტი
2014 წლამდე აკავშირებს. დორტმუნდელებს ლევანდოვსკის გაყიდვა არ უნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული