იტალია. სერია A. XVII ტური: "ინტერი" ისევ კოჭლობს, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ინტერს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0. ეს იყო მატჩი 6 ქულისთვის და დიდწილად, სწორედ რომაული ჯახის შესახებ ვისაუბრებთ...

ლაციო-ინტერი

ანდრეა სტრამაჩონიმ ისევ შეცვალა ტაქტიკური მონახაზი და გუნდი 4-3-1-2 სქემით ათამაშა. შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტო და ანტონიო კასანო მოქმედებდნენ, მათ უკან კი ფრედი გუარინი ირჯებოდა.

საყრდენ ხაზს ხავიერ ძანეტი, ვალტერ გარგანო და ესტებან კამნოასო ამაგრებდნენ, დაცვის ცენტრში კი მწვრთნელმა ანდრეა რანოკია და ვალტერ სამუელი გაამწესა.

ანუ თადარიგში დარჩა ჟუან ჟესუსი,
რომელიც სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად ითვლება. მოკლედ, სტრამაჩონიმ ისევ ცვლილებებს მიმართა და აქ ორ ვარიანტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი: 1. თითოეულ მეტოქეს დეტალურად სწავლობს და ტაქტიკასაც შესაბამისს ირჩევს; 2. ვერაფრით ჩამოყალიბდა და ჯერ კიდევ ძიების პროცესშია; უფრო მეორე, ვიდრე პირველი, რადგან "ინტერის" თამაში უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს და ის, რომ "ნერაძური" სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტად ითვლება, კალჩოში არსებული პრობლემების შედეგი უფროა, ვიდრე ამ გუნდის სიძლიერის.

ციდან ვარსკვლავები არც "ლაციოს" მოუწყვიტავს, რეალური ხიფათი მეტოქის კართან სულ რამდენჯერმე მიიტანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი ნაკლებად ამბიციურია და მიზნად არა სკუდეტო, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს დასახული. მოკლედ, "ლაციომ" თავისი საქმე გააკეთა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში.

თვითონ თამაში ორი განსვავებული ტაიმისგან შედგებოდა - პირველში სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მათ იერიშებს სიმწვავე აკლდათ და შესაბამისად, მომენტები თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა.

მეორე ნახევარში "ინტერი" გააქტიურდა, რასაც ანდრეა სტრამაჩონის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც შეუწყო ხელი... მწვრთნელმა ესტებან კამბიასოს ნაცვლად როდრიგო პალასიო ჩართო თამაშში, რითაც შეტევა გააძლიერა. იუტო ნაგატომომ წინ აიწია და მილანური გრანდის იერიშებიც რაღაცას დაემსგავსა...

მილანელებმა ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი, ერთხელ ფრედი გუარინმა გაისროლა შორიდან, მეორეჯერ ანტონიო კასანომ.

მოკლედ, თამაშის ბოლო სტადიაზე სტუმრებმა თითქოს უპირატესობა იგდეს ხელთ, თუმცა სწორედ ამ დროს მიროსლავ კლოზე გაეპარათ, რომელმაც სტეფანო მაურის შესანიშნავი პასი შეირგო და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იყო ემოცია, კინკლაობა, მსაჯებთან საქმეების გარჩევა და "ლაციოს" ტოფოზთა ფიესტა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ინტერს" შუა ხაზში პრობლემები აქვს და პირველ რიგში, სწორედ ცენტრის დათმობით იგდებს თავს რთულ მდგომარეობაში. ყველაფერთან ერთად, ვეღარც თავდამსხმელები ბრწყინავენ და შედეგად, გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს.

წინ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაა და იქნებ მასიმო მორატიმ პოზიცია შეიცვალოს - აქამდე რამდენჯერმე განაცხადა, რომ გუნდის გაძლიერებას არ აპირებს. შაბათს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ "ინტერისთვის" ვესლი სნეიდერი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციო): "მთლიანობაში, ვაჯობეთ მეტოქეს, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მიროსლავ კლოზე საოცარი ფორვარდია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დაუღალავად იხსნებოდა, ეძებდა თავისუფალ ზონებს და ბოლოს იპოვა კიდეც. საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად ვთამაშობთ და თუ გასვლით მატჩებშიც იგივეს გავაკეთებთ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს".


ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "პირველ ტაიმში მეტოქემ აშკარად გვაჯობა და ეს უნდა ვაღიაროთ. მეორე ნახევარში უკვე ჩვენ ვიყავით უფრო აქტიურნი, უნდა გაგვეტანა კიდეც, მაგრამ ბედის ირონიით, აქეთ გავუშვით. ეს ფეხბურთია, რომელიც არავითარ პროგნოზს არ ექვემდებარება. ჩვენი დღე არ იყო, სხვას ვერაფერს ვიტყვი".

3-ბურთიანი ფორა

"იუვენტუსმა", "მილანმა" და "ფიორენტინამ" საკუთარ მოედანზე იასპარეზეს და სამივემ მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

ტურინულმა გრანდმა "ატალანტას" სამივე გოლი პირველ ნახევარ საათში გაუტანა და თამაშიც იქ დასრულდა. მალევე ბერგამოელები კაცნაკლულნი დარჩნენ და ტურინელებს დიდად აღარც შეუწუხებიათ თავი.

მეორე ტაიმი ფორმალობა იყო, "ვეკია სენიორამ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და კიდევ უფრო გაზარდა ფორა უახლოეს მდევართან.

"მილანმა" "პესკარას" უმასპინძლა და მართალია, ერთი გაუშვა, სამაგიეროდ, ოთხი ბურთი მიართვა დებიუტანტს.

იქიდან ერთი ანტონიო ნოჩერინოს ანგარიშზეა, ერთიც სტეფან ელ შაარავის, ორი კი "დელფინებმა" საკუთარ კარში გაიტანეს. მილანელებმა შეტევაში გალიეს მთელი 90 წუთი და შეეძლოთ, უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგოთ.

4:1 სძლია მეტოქეს "ფიორენტინამაც" და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ოთხიდან არც ერთი არ არის სტევან იოვეტიჩის ანგარიშზე... არადა, ჩერნოგორიელი სრულიად ჯანმრთელია, 60 წუთი დაჰყო მინდორზე, მაგრამ ბევრი არაფერი გაუკეთებია.

სამაგიეროდ, ლუკა ტონიმ გამოიდო თავი და დუბლი შეასრულა. "ფიორენტინამ" ვერონაში წაქცეულ "რომას" გადაასწრო და მეხუთე ადგილზე მოკალათდა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ზონა უფრო კარგად მოსჩანს.

იტალია. სერია A. XVII ტური
უდინეზე-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (33), 1:1 დი ნატალე (89).
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - ბასტა, ალანი, პინცი (67. ლაძარი), ბადუ (41. მერკელი), პასკუალე - პერეირა (77. მაიკოსუელი) - დი ნატალე.
პალერმო (3-4-1-2): უიკანი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი - კურტიჩი, ბარეტო, პიზანო, გარსია (72. ჯორჯი) - დიბალა (57. რიოსი) - მიკოლი (46. ბრიენცა), ილიჩიჩი.
გაფრთხილება: ბასტა, ალანი - ბარეტო, ილიჩიჩი.
გაძევება: ერუ (61. უდინეზე).
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 13-17(6-9); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 12 000

ლაციო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 კლოზე (82).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, სიანი, რადუ - ლულიჩი (64. კანდრევა), ერნანესი (87. დიასი), ლედესმა, გონსალესი, მაური - კლოზე (85. ფლოკარი).
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, სამუელი, რანოკია, პერეირა (86. კოუტინიო) - ძანეტი, გარგანო, კამბიასო (60. პალასიო) - გუარინი - კასანო, მილიტო.
გაფრთხილება: კონკო, კანდრევა - სამუელი, გარგანო.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-9(3-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 45 000

VideoSportall.Ge
ლაციო - ინტერი 1:0


ფიორენტინა-სიენა 4:1
გოლები: 1:0 ტონი (16), 2:0 პისარო (19-პენ.), 3:0 აკვილანი (45), 3:1 რეჯინალდო (71), 4:1 ტონი (79).
ფიორენტინა (3-5-1-1): ნეტო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - რომულო, აკვილანი, პისარო (72. მილიაჩო), ბორხა ვალერო, პასკუალი (65. ლამა) - იოვეტიჩი (60. ელ ჰამდაუი), ტონი.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ფელიპე, ნეტო, პაჩი - ანჯელო (19. სესტუ - 60. რეჯინალდო), ვერგასოლა, ბოლცონი, რუბინი - ლარონდო (46. კოპოლა), როზინა - კალაიო.
გაფრთხილება: რონკალია, პისარო - ფელიპე, ნეტო, ვერგასოლა, როზინა.
გაძევება: პაჩი (88. სიენა).
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 12-9(5-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 26 000

მილანი-პესკარა 4:1
გოლები: 1:0 ნოჩერინო (1), 2:0 აბრუსკატო (51-საკ. კარში), 2:1 ტერლიცი (56), 3:1 ჯონატასი (79-საკ. კარში), 4:1 ელ შაარავი (81).
მილანი (4-3-3): ამელია - დე შილიო, საპატა, იეპესი, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი, ნოჩერინო - რობინიო (61. ბოატენგი), ელ შაარავი (85. მუნტარი), პაცინი (82. ნიანგი).
პესკარა (3-5-2): პერინი - ბალცანო, ტერლიცი, კაპუანო - მოდესტო, ნიელსენი, ტონი, ბარნასონი, ვეისი (46. სელიკი) - აბრუსკატო (74. კუინტერო), ვუკუსიჩი (64. ვუკუსიჩი).
გაფრთხილება: იეპესი, ამბროზინი - მოდესტო, ტონი.
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-11(8-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 50 000

VideoSportall.Ge
მილანი - პესკარა 4:1


კატანია-სამპდორია 3:1
გოლები: 0:1 მარესკა (29-პენ.), 1:1 პალიალუნგა (55), 2:1 ბერგესიო (65), 3:1 ლასტრო (90).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, ბელუში, ლეგროტალიე, მარკეზე - სალიფუ (14. პალიალუნგა), ისკო, ლოდი - კასტრო (90. კაპუანო), ბარიენტოსი, ბერგესიო.
სამპდორია (4-5-1): რომერო - ბერარდი, მუსტაფი (69. კასტელინი), როსინი, კოსტა - კრსტიჩიჩი, ტისონე, მარესკა (39. ედერი), ობიანგი, პოლი (81. პოცი) - იკარდი.
გაფრთხილება: ბელუში, ლეგროტალიე, სალიფუ - ტისონე, ედერი.
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-6(4-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 16 000

კიევო-რომა 1:0

გოლი: 1:0 პელისიერი (87).
კიევო (4-3-3): სორენტინო - სარდო, დაინელი, ანდრეოლი, დრამე - გუანა, ლ. რიგონი, კოფიე - თერეუ (85. მ. რიგონი), ჰეტემაი (76. იოკიჩი), პალოსკი (67. პელისიერი).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი (68. დე როსი), პანაიოტისი, ფლორენცი - პიანიჩი (63. ლამელა), ოსვალდო, ტოტი (72. დესტრო).
გაფრთხილება: ლ. რიგონი - კასტანი, ტოტი.
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 5-10; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 6-7(5-2); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 11 000

ჯენოა-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ბიანკი (19), 1:1 გრანკვისტი (29).
ჯენოა (4-4-2): ფრეი - კანინი, გრანკვისტი, მორეტი - როსი (73. ანსელიმო), სეიმური, ბერტოლაჩი, ანტონელი (85. პიშიტელა) - ვარგასი, იმობილე (83. საიო), ბორიელო.
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, როდრიგესი, დამბროზიო - ვივესი (90. მაზიელო), გაცი, ბირსა (61. ბრიგი), სანტანა (8. სგრინია) - ჩერჩი, ბიანკი.
გაფრთხილება: გრანკვისტი, მორეტი, სეიმური, ბორიელო - დარმიანი, როდრიგესი, ვივესი.
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12-7(6-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

იუვენტუსი-ატალანტა 3:0
გოლები: 1:0 ვუჩინიჩი (2), 2:0 პირლო (14), 3:0 მარკიზიო (27).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი (63. პადოინი), მარონე, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო (70. ჯაკერინი), ასამოა - ჯოვინკო, ვუჩინიჩი (56. კვალიარელა).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, მანფრედინი, ლუკინი - სკელოტო, რადოვანოვიჩი (46. ბიონდინი), ჩიგარინი (74. კაცოლა), ბონავენტურა (39. სტენდარდო), პელუზო - მორალესი - დენისი.
გაძევება: მანფრედინი (36).
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 23-6(12-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 38 000

VideoSportall.Ge
იუვენტუსი - ატალანტა 3:0


პარმა-კალიარი 4:1
გოლები: 0:1 საუ (20), 1:1 ბელფოდილი (21), 2:1 ბიაბიანი (54), 3:1 ვალდესი (65-პენ.), 4:1 ბელფოდილი (86).
პარმა (4-3-3): პავარინი - ბენალოუანე (56. ასკუა), ლუკარელი, პალეტა (28. სანტაკროჩე), გობი - მარკიონი, ვალდესი, პაროლო - ბიაბიანი (81. ფიდელეფი), სანსონე, ბელფოდილი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, ასტორი, არიაუდო, მურუ - დესენა (66. რიბეირო), კონტი, ეკდალი - კოსუ (57. ნაინგოლანი) - საუ, ნენე (72. იბარბო).
გაფრთხილება: ბენალოუანე, პალეტა, პაროლო - პიზანო, ასტორი, მურუ, კონტი.
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-6(8-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000

ნაპოლი-ბოლონია 2:3
გოლები: გაბიადინი 0:1 (10), გამბერინი 1:1 (50), კავანი 2:1 (70), კონე 2:2 (86), პორტანოვა 2:3 (89)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1
იუვენტუსი 17 13 2 2 36-10 41
2
ინტერი 17 11 1 5 29-18 34
3
ნაპოლი 16 10 3 3 29-14 33
4
ლაციო 17 10 3 4 24-17 33
5
ფიორენტინა 17 9 5 3 33-19 32
6
რომა 17 9 2 6 37-27 29
7
მილანი 17 8 3 6 32-22 27
8
კატანია 17 7 4 6 25-25 25
9
უდინეზე 17 5 8 4 25-25 23
10
პარმა 17 6 5 6 23-23 23
11
ატალანტა 17 7 2 8 17-26 21
12
კიევო 17 6 3 8 20-27 21
13
სამპდორია 17 5 3 9 20-26 17
14
ტორინო 17 3 8 6 18-22 16
15
კალიარი 17 4 4 9 15-30 16
16
ბოლონია 16 4 3 9 17-20 15
17
პალერმო 17 3 6 8 15-24 15
18
პესკარა 17 4 2 11 13-34 14
19
ჯენოა 17 3 4 10 17-28 13
20
სიენა 17 4 5 8 16-24 11

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:

14 - ელ შაარავი (მილანი); 11 - კავანი (ნაპოლი); 10 - კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე); 8 - ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური
21 დეკემბერი:
პესკარა-კატანია, კალიარი-იუვენტუსი;

22 დეკემბერი:
ინტერი-ჯენოა, პალერმო-ფიორენტინა, ატალანტა-უდინეზე, ბოლონია-პარმა, სამპდორია-ლაციო, სიენა-ნაპოლი, ტორინო-კიევო, რომა-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული