ვესლი სნეიდერის ნაადრევი შვებულება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ვესლი სნეიდერის "ინტერული" კარიერა მართლაც დასასრულს მიუახლოვდა, რადგან 28 წლის ნახევარმცველი ანდრეა სტრამაჩონიმ საშობაო შვებულებაში სხვებზე ადრე გაუშვა.

დიახ, ზამთრის შესვენებამდე "ნერაძურის" კიდევ ორი თამაში ჰქონდა დარჩენილი (თასზე "რეჯინასთან" და სერია A-ში "ჯენოასთან"), თუმცა მწვრთნელმა სრულიად ჯანმრთელი ფეხბურთელი ყველანაირი მოვალეობისგან გაათავისუფლა.

აღნიშნულ თემაზე სტრამაჩონის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, გასარკვევი აქ ბევრი არაფერია - ვესლი ზამთარში დატოვებს გუნდს და დარჩენილ ორ შეხვედრაში მის მონაწილეობას არავითარი აზრი აღარ აქვს.

ცნობისთვის, სნეიდერთან ერთად ნაადრევი შვებულება ფელიპე კოუტინიოსაც
გამოუწერეს, თუმცა აქ მიზეზი სხვა რამე გახლავთ - 20 წლის ბრაზილიელი ქორწილისთვის ემზადება და მწვრთნელმა მისი მდგომარეობა გაითვალისწინა.

თუმცა, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ არც კოუტინიოს პოზიციებია გუნდში მაინცდამაინც მყარი - ვეჭვობთ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი შვებულებაში ადრე გაეშვათ, თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.

მოკლედ, კოუტინიოს პოზიციები აშკარად შერყეულია, აი, სნეიდერის ამბავი კი უკვე გადაწყვეტილი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თასზე ვერონასთან ბრატ :)
Verona
02:18 20-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული