იტალია. სერია A. XVIII ტური: "რომამ" "მილანს" გადაურბინა [VIDEO]

AutoSharing Option
იშვიათად, სატურნირო ცხრილში მე-6 და მე-7 ადგილებზე მყოფი გუნდების ჯახი ცენტრალურად მიიჩნეოდეს, მაგრამ როდესაც ერთმანეთის პირისპირ "რომა" და "მილანი" დგანან, ინტერესი ყოველთვის მაღალია.

თანაც, ზდენეკ ზემანის "რომა" იმდენად მხიარულ ფეხბურთს თამაშობს, რომ შოუ გარანტირებული იყო...

მილანის დაცვა მისახედია

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ მატჩი სანახაობრივი, სახიფათო მომენტებით და გოლებით დახუნძლული გამოდგა.

მართალია, მომენტები ორივე კართან ბლომად შეიქმნა, მაგრამ მასპინძელთა უპირატესობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

თამაშის ბედი პირველ ნახევარ საათში გადაწყდა, როდესაც რომაელებმა მეტოქეს სამი ბურთი მიართვეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს. მართალია,
"რომას" მოგებული მატჩების ხელიდან გაშვება ეხერხება, მაგრამ ეს "მილანი" სასწაულის მომხდენი ნამდვილად არ გახლდათ...

დიახ, "მილანი" არ იყო თუნდაც ერთი ქულის ამღები, რადგან არც შეტევა უვარგოდა, არც ნახევარდაცვა და დაცვა საერთოდ ცალკე სალაპარაკო თემაა. ის, რაც "როსონერის" დაცვაში ხდებოდა, რთულია რაიმეს შეადარო - რომაელებმა თავის გემოზე ისეირნეს სტუმართა საჯარიმოში და ისე შეყარეს გოლები, თითქოს არა "მილანს", რომელიმე სამოყვარულო გუნდს ეთამაშებოდნენ.

VideoSportall.Ge
რომა - მილანი 4:2


გოლები მეტად ეფექტური გამოვიდა - ანგარიში ნიკოლას ბურდისომ გახსნა, რომელიც კუთხურისას ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით მარკო ამელიას შანსი არ დაუტოვა, 1:0.

მეორე გოლი ასევე თავური დარტყმით პაბლო ოსვალდომ გაიტანა, რომელსაც შესანიშნავი პასი ფრანჩესკო ტოტიმ მისცა, 2:0.

მესამე გოლი ერიკ ლამელას ანგარიშზეა, რომელიც მეკარეს პირისპირ დანიელე დე როსის იდეალურმა პასმა შეჰყარა, 3:0.

მეორე ტაიმში რომაელებმა ერთი გოლი იკმარეს და ისევ თავით გაიტანეს. ამჯერად მეორე სართულზე ლამელამ ივარგა და ტაბლოზე მილანელთათვის სამარცხვინო ანგარიში დააფიქსირა, 4:0.

მატჩის დასრულებამდე ათ წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც მარკინიოსი მოედნიდან გააძევეს და "რომა" კაცნაკლული დარჩა. მასიმილიანო ალეგრიმ ცვლილებებს მიმართა, ჯამპაოლო პაცინი და ბოიან კრკიჩი ჩართო თამაშში, რამაც სტუმართა იერიშებს სიმწვავე შემატა - "ჯალოროსიც" ჩვეულად აიჭრა და თამაშის მიწურულს ორი გოლი გაუშვა, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.

"მილანმა" უშანსოდ წააგო და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მასიმილიანო ალეგრის უამრავი სამუშაო აქვს. ერთი ცხადია, ასეთ "მილანს" "ბარსელონასთან" არაფერი ესაქმება.

ზდენეკ ზემანი (რომა):
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად იყო.

თამაშის დასკვნით ნაწილში უკანა ხაზი აგვერია და დიდი ფორა რომ არ გვქონოდა, ნამდვილად დავისჯებოდით.

თავიდანვე ვიცოდი, რომ "მილანისთვის" ნახევარდაცვაში სივრცეები უნდა მოგვესპო - ამიტომ შუა ხაზში დანიელე დე როსი და მაიკლ ბრედლი დავაყენე, რომლებსაც ჩაშლა ალესანდრო ფლორენციზე უკეთ ეხერხებათ.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. წელი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ მეტი შეგვიძლია".


იუვე ბეწვის ხიდზე
ტურინის "იუვენტუსი" "კალიარის" ნეიტრალურ მოედანზე, პარმაში ეპაექრა, რაც ისედაც ფავორიტად შერაცხული ლიდერის დამატებითი პლუსი იყო...

თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, სარდინიელებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ცოტა რომ გამართლებოდათ, მინიმუმ ქულას აიღებდნენ.

თავად განსაჯეთ, ტურინელებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს ორი გოლი, 75-ე წუთამდე კი სულაც აგებდნენ შეხვედრას.

VideoSportall.Ge
კალიარი - იუვენტუსი 1:3


მატჩის გმირი ალესანდრო მატრი გახლავთ, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და დუბლი გაახერხა.

როგორც ნამატჩევს განაცხადა, ამ გოლებს დიდხანს ელოდა. შეგახსენებთ, რომ მატრი "იუვენტუსში" სწორედ "კალიარიდან" გადავიდა.

მართალია, ტურინელებს იდეალური ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ გამარჯვება სწორედაც რომ საჩემპიონო იყო.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
ვლადიმირ პეტკოვიჩი
დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ მისი "ლაციო" "იუვენტუსის" კონკურენტი არაა და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. "ბიანკოჩელესტემ" "სამპდორია" დაამარცხა, "ინტერის" წაფორხილებით ისარგებლა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მოკალათდა.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი ერნანესის ანგარიშზეა.

"ინტერის" ბორძიკი აღარ გვიკვირს, ანდრეა სტრამაჩონის გუნდი ვერაფერ ფეხბურთს თამაშობს და შედეგებიც შესაბამისი აქვს.

მილანური გრანდი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა და რომ არა "ნაპოლისთვის" ქულების დაკლება, სულაც მეხუთეზე იქნებოდა.

სამაგიეროდ, "ფიორენტინაა" მოწოდების სიმაღლეზე - ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ამჯერად "პალერმო" დაჩაგრეს და თანაც, სიცილიაზე. თუ წინა ტურში ლუკა ტონიმ გამოიდო თავი, ამ შემთხვევაში დუბლით სტევან იოვეტიჩი გამოირჩა.

ფლორენციელთა თავკაცმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისი გუნდის რეალური ძალა იხილა. თუმცა იქვე დაამატა, მომატება კიდევ შეგვიძლია და საუკეთესო "ფიორენტინას" 2013 წლიდან იხილავთო.

სერია A სწორედ იმ დრომდე დაგვემშვიდობა.

იტალია. სერია A. XVIII ტური
პესკარა-კატანია 2:1
გოლები: 1:0 სელიკი (23), 1:1 ბარიენტოსი (36), 2:1 ტონი (49).

კალიარი-იუვენტუსი 1:3
გოლები: 1:0 პინილია (16-პენ.), 1:1 მატრი (75), 1:2 მატრი (90), 1:3 ვუჩინიჩი (90).
გაძევება: ასტორი (65. კალიარი).

ინტერი-ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 იმობილე (77), 1:1 კამბიასო (85).
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, სამუელი, რანოკია, ჟუან ჟესუსი (46. კივუ) - კამბიასო, გარგანო (78. ლივაია) - პალასიო, ალვარესი (31. პერეირა), კასანო - მილიტო.
ჯენოა (4-1-4-1): ფრეი - კანინი, გრანკვისტი, სამპირიზი, ანტონელი - ტოზსერი - ბერტოლაჩი (69. ანსელიმო - 90. კრაინჩი), როსი (73. პიშიტელა), ვარგასი, კუჩკა - იმობილე.
გაფრთხილება: რანოკია, კივუ - ბერტოლაჩი, ანსელიმო.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 10-6(4-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 42 000

ატალანტა-უდინეზე 1:1
გოლები: 0:1 მურიელი (33), 1:1 დენისი (40-პენ.).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - ბელინი, სტენდარდო, ლუკინი, პელუზო - რაიმონდი, ჩიგარინი, ბონავენტურა, კარმონა - დე ლუკა (62. მორალესი), დენისი.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ანჯელა, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა, პინცი, ბადუ, პასკუალე - ფაბრინი (68. დი ნატალე) - მურიელი (62. ლაძარი).
გაფრთხილება: კარმონა, მორალესი - დანილო, დომიცი, პინცი, მურიელი.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-5(5-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 15 000

ბოლონია-პარმა 1:2
გოლები: 1:0 სორენსენი (54), 1:1 ვალდესი (56), 1:2 სანსონე (66).
ბოლონია (4-4-2): ალიარდი - მოტა, პორტანოვა, სორენსენი, კერუბინი (78. პასკუატო) - პერესი (51. მორლეო), კრხინი, ტაიდერი, დიამანტი - გაბიადინი (51. კონე), ჯილარდინო.
პარმა (4-4-2): პავარინი - ბენალოუანე, ლუკარელი, სანტაკროჩე, გობი - მარკიონი, ვალდესი, პაროლო, ბიაბიანი (80. ამაური) - სანსონე (70. ასკუა), ბელფოდილი.
გაფრთხილება: კერუბინი, პერესი - სანტაკროჩე, ვალდესი, ბიაბიანი, სანსონე.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 24-10; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 9-16(4-8); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 000

პალერმო-ფიორენტინა 0:3
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (50), 0:2 იოვეტიჩი (83-პენ.), 0:3 გონსალო (89).
პალერმო (3-5-2): უიკანი - მუნიოსი (63. დიბალა), დონატი, გარსია - ჯორჯი (55. კურტიჩი), ბარეტო, პიზანო, რიოსი, მორგანელა - მიკოლი, ბრიენცა (78. ზაჰავი).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი - კუადრადო (87. კასანი), აკვილანი (70. პისარო), მილიაჩო, ბორხა ვალერო (81. ფერნანდესი), პასკუალი - იოვეტიჩი, ტონი.
გაფრთხილება: მუნიოსი, დონატი, პიზანო - გონსალო, კუადრადო, მილიაჩო, კასანი.
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 4-15(1-10); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 17 000

სამპდორია-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 ერნანესი (28).
სამპდორია (4-3-1-2): რომერო - ბერარდი (58. დე სილვესტრი), გასტალდელო, როსინი, კოსტა - კრსტიჩიჩი (46. სორიანო), მუნარი, ობიანგი - პოლი - ედერი, იკარდი (68. პოცი).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - ლულიჩი, ერნანესი (82. კავანდა), ლედესმა, გონსალესი, მაური (88. სიანი) - კლოზე (90. ფლოკარი).
გაფრთხილება: იკარდი, სორიანო - ბიავა, გონსალესი, ლულიჩი.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 7-7(2-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 23 000

სიენა-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 მაჯო (86), 0:2 კავანი (90-პენ.).
სიენა (3-5-2): პეგოლო - ფელიპე, დელაფიორე, კონტინი - ბელმონტე (69. მანინი), დაგოსტინო, ბოლცონი, რუბინი, ვალიანი - როზინა (75. რეჯინალდო), კალაიო.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (68. პანდევი), კამპანიარო, ბრიტოსი - მაჯო, ბერამი, დონადელი, ცუნიგა (81. მესტო) - ჰამშიკი - ინსინიე (68. ელ ქადური), კავანი.
გაფრთხილება: კონტინი (სიენა).
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 2-9(0-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 10 000

ტორინო-კიევო 2:0
გოლები: 1:0 სარდო (12-საკ. კარში), 2:0 გაცი (26).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, როდრიგესი, მაზიელო - ვივესი, გაცი, ბირსა (83. დამბროზიო), სანსონე (81. სგრინია) - ჩერჩი (90. ბაშა), ბიანკი.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, დაინელი, ანდრეოლი, დრამე (30. იოკიჩი) - გუანა, ლ. ღიგონი (76. დი მიკელე), კოფიე - ჰეტემაი - თერეუ, პალოსკი (54. პელისიერი).
გაფრთხილება: გლიკი, ვივესი, ჩერჩი, ბირსა - ჰეტემაი, პელისიერი.
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7-4(2-1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 15 000

რომა-მილანი 4:2
გოლები: 1:0 ბურდისო (13), 2:0 ოსვალდო (23), 3:0 ლამელა (30), 4:0 ლამელა (61), 4:1 პაცინი (87-პენ.), 4:2 ბოიანი (88).
რომა (4-3-3): გოიკოეჩეა - პირისი, მარკინიოსი, ბურდისო, ბალცარეტი - ბრედლი, პიანიჩი, დე როსი - ლამელა (68. ფლორენცი), ოსვალდო (69. დესტრო), ტოტი (81. რომანიოლი).
მილანი (4-3-3): ამელია - დე შილიო, მექსე, იეპესი, კონსტანტი - მონტოლივო, ამბროზინი (77. მუნტარი), ნოჩერინო (56. პაცინი) - რობინიო (70. ბოიანი), ელ შაარავი, ბოატენგი.
გაფრთხილება: გოიკოეჩეა, ბურდისო - მექსე, იეპესი, ამბროზინი.
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 11-13(7-10); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 60 000

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ნაპოლი -2, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
14 - ელ შაარავი (მილანი); 13 - კავანი (ნაპოლი); 10 - კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე), ლამელა (რომა); 9 - ოსვალდო (რომა); 8 - მილიტო (ინტერი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
6 იანვარი:
კატანია-ტორინო, კიევო-ატალანტა, ფიორენტინა-პესკარა, ჯენოა-ბოლონია, იუვენტუსი-სამპდორია, ლაციო-კალიარი, მილანი-სიენა, ნაპოლი-რომა, პარმა-პალერმო, უდინეზე-ინტერი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული